აშშ-მა სამ ჩრდილოეთ კორეელ პროგრამისტს მასობრივი ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დასდო ბრალი

შეერთებულმა შტატებმა სამ ჩრდილოეთ კორეელ პროგრამისტს ბრალი მასობრივი ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დასდო, რისი მიზანიც, საერთო ჯამში, 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ფულისა და კრიპტოვალუტის მოპარვა იყო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ჰაკერების სამიზნე სხვადასხვა ქვეყნების ბანკები და კომპანიები იყვნენ.

ბრალდების ოქმში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა სამმა პირმა ფული ჰაკერული თავდასხმის გზით მაშინ მოიპარა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობდა.

Reuters-ი წერს, რომ ჰაკერების მიერ მოპარული ფულის საერთო ოდენობა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, რაოდენობა სერიოზულია, ვინაიდან მხოლოდ 2016 წელს და მხოლოდ „ბანგლადეშის ბანკიდან“, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, 81 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს.

მხოლოდ 2016 წელს, მხოლოდ ბანგლადეშის ბანკში, ჰაკერებმა 81 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

”ჩრდილოეთ კორეის ჯაშუშები, კლავიშების გამოყენებით და არა იარაღით, ნაღდი ფულის ტომრების ნაცვლად კრიპტოვალუტის ციფრული საფულეების მოპარვით, მსოფლიოს 21-ე საუკუნის წამყვანი ბანკის მძარცველები არიან”, - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ჯონ დემერსმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მავნე კიბერ ქმედებები შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ემუქრება და ამ საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის განსახილველ საკითხებს შორის შეიტანს.

გაეროს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ, კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ბანკებზე განხორციელებული კიბერ თავდასხმების შედეგად, საერთო ჯამში, 2 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აშშ-მა სამ ჩრდილოეთ კორეელ პროგრამისტს მასობრივი ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დასდო ბრალი

შეერთებულმა შტატებმა სამ ჩრდილოეთ კორეელ პროგრამისტს ბრალი მასობრივი ჰაკერული თავდასხმის განხორციელებაში დასდო, რისი მიზანიც, საერთო ჯამში, 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ფულისა და კრიპტოვალუტის მოპარვა იყო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, ჰაკერების სამიზნე სხვადასხვა ქვეყნების ბანკები და კომპანიები იყვნენ.

ბრალდების ოქმში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა სამმა პირმა ფული ჰაკერული თავდასხმის გზით მაშინ მოიპარა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობდა.

Reuters-ი წერს, რომ ჰაკერების მიერ მოპარული ფულის საერთო ოდენობა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, რაოდენობა სერიოზულია, ვინაიდან მხოლოდ 2016 წელს და მხოლოდ „ბანგლადეშის ბანკიდან“, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, 81 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს.

მხოლოდ 2016 წელს, მხოლოდ ბანგლადეშის ბანკში, ჰაკერებმა 81 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

”ჩრდილოეთ კორეის ჯაშუშები, კლავიშების გამოყენებით და არა იარაღით, ნაღდი ფულის ტომრების ნაცვლად კრიპტოვალუტის ციფრული საფულეების მოპარვით, მსოფლიოს 21-ე საუკუნის წამყვანი ბანკის მძარცველები არიან”, - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ჯონ დემერსმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მავნე კიბერ ქმედებები შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ემუქრება და ამ საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის განსახილველ საკითხებს შორის შეიტანს.

გაეროს 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ, კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ბანკებზე განხორციელებული კიბერ თავდასხმების შედეგად, საერთო ჯამში, 2 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია