შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას და განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა

ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერი გახარია ეთანხმებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას მხრიდან კითხვის ქვეშ არ დგას საკითხი იმის თაობაზე, უნდა აღსრულდეს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. მას განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა.

„პარლამენტი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხში ერთიანი იყო. პრემიერ-მინისტრი ამ პოზიციის დამცველი და მომხრე იყო. ამის შემდეგ ჩვენ სასამართლო პროცესი ვიხილეთ. დადასტურებულად ვიხილეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მოსამართლეს სხვა რომ ვერაფერი მოუძებნეს, მის ოჯახის წევრებზე დაიწყეს საუბარი. შეტევა მოხდა აშშ-ს ელჩზე, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ელჩს... ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ ჩვენი ოპონენტების მიზანი არის დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. კანონი პირდაპის ეთერში ირღვეოდა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არაფერი იყო გასაკვირი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს