ნინო ბურჯანაძე - თუ ოდნავ გონიერების ნატამალი დარჩენია ივანიშვილს, მოვუწოდებ, გააგებინოს მის მიერ დატოვებულ მანქურთებს, კობახიძის ხელმძღვანელობით, სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება

“თუ ოდნავ გონიერების ნატამალი დარჩენია ივანიშვილს, მოვუწოდებ, რომ გააგებინოს მის მიერ დატოვებულ მანქურთებს, კობახიძის ხელმძღვანელობით, სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის შეფასებით, “დღეს გახარიამ “ქართული ოცნება” აბსოლუტურ კატასტროფას გადაარჩინა”.

“აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო ძნელია “ქართული ოცნების” პროგნოზირება, ვიდრე ჩვენ ეს თუნდაც გუშინდელ დღემდე წარმოგვედგინა. მზად ვიყავით იმისთვის, რომ ხელისუფლება მიიღებდა უგუნურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვიხრებოდით იმისაკენ, რომ ასეთ უგუნურებას ხელისუფლება არ გააკეთებდა, არ ჩაიდენდა ისეთ რამეს, რაც ქრესტომათიაში შევიდოდა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება.

პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ გირაოს არ იხდის, წარმოუდგენელია. სპეცრაზმით და შტურმით აღება ოფისის, სადაც არის უამრავი ჟურნალისტი, ათეულობით ახალგაზრდა და მშვიდობიანი ადამიანები, იქნებოდა წარმოუდგენელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი გონების კობახიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა, ამაზე მიდიოდა და მას ერთადერთი, ვინც შეეწინააღმდეგა გახარია აღმოჩნდა. ამჯერად, სამწუხაროა, რომ ერთადერთი შედარებით გონიერი ადამიანი გახარია იყო და ისიც აღარ არის ხელისუფლებაში და ახლა ხელისუფლების პროგნოზირება არის შეუძლებელი”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ დაანონსებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის მზადება არ უნდა შეწყვიტოს.

“მოთხოვნები არის იგივე, ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, საარჩევნო რეალობის შეცვლა ქვეყანაში. თუ ხელისუფლება წამოვა მოლაპარაკებებზე, არავინ ამის წინააღმდეგი არ არის იმიტომ, რომ ჩვენ გვირჩევნია ვითარება განიმუხტოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რასაც ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების მოქმედებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ პარალელურად მშვიდობიანი საპროტესტო აქცებისთვის მზადება არ უნდა შევწყვიტოთ. ამ ხელისუფლებას მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის ენა ნამდვილად არ ესმის”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს