ვახტანგ ძაბირაძე - ღარიბაშვილი ნამდვილად არის ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გამტარებელი, მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს, რასაც პარტნიორები ურჩევენ

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან სტატუს-კვოს აღდგენა მოინდომა და სწორედ ის პიროვნება წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც პირველივე გამოსვლაზე განაცხადა, რომ სამართალი იქნება აღსრულებული, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია, რომელსაც „პულსი ძლივს ესინჯებოდა“, პოლიტიკაში დააბრუნა.

,,ღარიბაშვილი არის ხისტი პოლიტიკოსი, ძალიან მკვეთრი და პირდაპირი. გახარიას გადადგომის შემდეგ შეიქმნა სრულად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება, ოპოზიციამ ჩათვალა ეს როგორც გამარჯვება, „ქართულმა ოცნებამ“ სტატუს-კვოს აღდგენა მოინდომა და სწორედ ის პიროვნება წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც პირველივე გამოსვლაზე განაცხადა, რომ სამართალი იქნება აღსრულებული. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ პროცესი წავიდოდა უფრო ღრმად და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამ ნაბიჯისა, საკმაოდ შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი ჩვენს პარტნიორებში. ისინი საუბრობენ ორივე მხარეზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ნოემბრიდან-დღემდე როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა სრული მხარდაჭერა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური სპექტრისადმი დამოკიდებულება ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო ჩამოსული და პოლიტიკური თვალსაზრისით პულსი ძლივს ესინჯებოდა, ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია დააბრუნა ერთ-ერთ აქტიურ მოთამაშედ პოლიტიკაში. თუ ხელისუფლება ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში საფრთხეს შეუქმნის ხელისუფლებას. ღარიბაშვილი ნამდვილად არის ხელის გადაგრეხვის პოლიტიკის გამტარებელი, გამომდინარე მისი მოღვაწეობიდან. მინდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება გაითვალისწინებს იმას, რასაც პარტნიორები ურჩევენ და დიალოგისკენ წაიყვანს საქმეს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა