ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მთავრობის ძირითადი გამოწვევა საგარეო ვალის შემცირებაა

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მთავრობის ძირითადი გამოწვევა საგარეო ვალის შემცირებაა.

როგორც მან პარლამენტში, 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, აუცილებელია 2022 წლიდან საგარეო ვალის და შესაბამისად, დეფიციტის შემცირება დაიწყოს.

"მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4 %-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდ ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება 2021 წელსაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშნულ წლებში ჩვენი ძირითადი გამოწვევებია, მთავრობის ვალის შემცირება, პანდემიის ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით, 60%-იან ზღვარს გასცდა. ვალის შემცირების პარალელურად დეფიციტიც ყოველწლიურად უნდა მცირდებოდეს. აუცილებელია 2022 წლიდან მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს. მაგრამ, მნიშვნელოვანია ეს არ მოხდეს ისეთი ეკონომიკური ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი აღმავლობა გვქონდეს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო