დავით ზილფიმიანი დავით გარეჯზე - არავითარი მტრობა არ გვქონია აზერბაიჯანთან - წინადადებას ვაყენებ, რომ ჩვენ ჩავფრინდებით ბაქოელ კოლეგებთან

შეიძლება საკითხი არ იყოს გადაწყვეტილი, კი ბატონო, ჯანდაბას, მაგრამ დროებით ფორმატში შენი მოძმე ქვეყანა ასი მეტრით არ გაიწევა იქით? ან შენ არ გამოიწევი აქეთ, რომ გთხოვოს? - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ზილფიმიანის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობა არასდროს ყოფილა. ამასთან, როგორც ზილფიმიანმა განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტა სასაზღვრო წარმომადგენლების დროებით დაშორიშორებითააა შესაძლებელი".

„მოძმე ერია ჩვენი, არავითარი მტრობა არ გვქონია აზერბაიჯანთან, სადამდე მიიყვანეს საქმე? კარგი, წინა ხელისუფლებამ თავისი სისულელეები აკეთა, ცხრა წელი რით ვერ დალაგდა? როგორ შეიძლება ახლა აფეთქებულიყო სიტუაცია აზერბაიჯანთან? მოძმე ერია, რა უნდა ამას? საკმარისია დააშორიშორო სასაზღვრო წარმომადგენლები, ძალები და მორჩა, მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად მივიდეს. ვის ხელში ჩააგდეს, ვერ ვიგებ. მე წლების განმავლობაში ვიყავი სეისმური სამსახურის უფროსი და წვდომა მქონდა ყველა საიდუმლო დოკუმენტზე, ეს ნამდვილად საქართველო რომ არის, რად უნდა ამას ლაპარაკი? იყო, არის და იქნება! შეიძლება, რომ ასეთ დონეზე წყდებოდეს აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა, ასეთი კომისიების დონეზე? უნდა გადაწყდეს იქაც, უნდა ჩამოყალიბდნენ, მერე პირველი პირები მოაწერენ ხელს. ისრაელი აშორიშორებს ხანდახან თავის საზღვარს მტრულად განწყობილ არაბეთის სამყაროსთან და ძმები არიან, რა უნდოდა ამას? მე ვაყენებ წინადადებას შემდეგ კომიტეტის სხდომაზე, რომ ჩვენ ჩავფრინდებით ჩვენს ბაქოელ კოლეგებთან და დროებით დავაშორიშორებთ. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. აბა რად მინდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, გამაგებინეთ? - განაცხადა ზილფიმიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა