გიგა ბოკერია - თუ ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დაჩქარება

თუ ისინი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„თუ ისინი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის. სწორედ ამიტომ მოუწოდა ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს ყველა სტრატეგიულმა მეგობარმა და სენატმა, რომ ახლა მათი ვალდებულებაა გადადგან ნაბიჯი დიალოგისკენ, ვადამდელი არჩევნებისკენ, პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტისკენ და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სხვა დანარჩენი, მითუმეტეს შეშინებული და აგრესიული ნაბიჯი, ჩვენი ქყვენის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია - თუ ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დაჩქარება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო