რუსული ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ერთი საუკუნის წინადელი მოვლენების მნიშვნელოვან ასპექტებსა და გასული საუკუნის 20-იანი წლებისა და 21- საუკუნის 20 -იან სწლებს შორის განსხვავებებსა და მსგავსებებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორ დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.
- ბატონო დიმიტრი, რამოდენიმე დღეც და 100 წელი შესრულდება იმ მოვლენიდან, რასაც გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დემოკრატილი საქართველოს რესპუბლიკის მიერ ოკუპაცია ჰქვია.
იყო დრო, საბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ, ამ თემაზე ნაკლებად საუბრობდნენ, თუ საუბრობდნენ მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს 1921 წლის თებერვალში გასამჭოებამ.
მაგრამ, გავიდა წლები და საბჭოთა ოკუპაციაზე მეტი გავიგეთ, მცირე გამონაკლისის გარდა, ამ პროცესებში ჩართული ქართველ ბოლშევიკების ხსენებაც კი აღარ სურს ახალ თაობებს.
ახლა როცა დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე უამრავი საფრთხე და გამოწვევები სულ ცხადად ჩანს, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენების გახსენებისას ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა შორეულ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის განსხვავებებსა და მსგავსებებზე ყურადღების მეტად გამახვილება.
მიუხედავად ყველაფრისა, ვიცით, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის ჯერ გამოცხადებაში, ხოლო შემდეგ ახალი ქვეყნის ინტერესების დაცვაში ჩვენ გერმანია, ბრიტანეთი, აშშც კი გვეხმარებოდნენ. შემდეგ, ბრიტანეთმა უკან დაიხია და საქართველოს გარდა მთელი სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარა.
ამ პროცესში კრემლმა ატათურქის თურქეთი ჩართო, რითაც დაჩქარდა პროცესების რუსეთის საარგებლოდ განვითარება.
რამ ფაქტორებმა განაპირობეს 1921 წლის თებერვალში დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაცია?
- 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველო, პატარა ქვეყნის კვალობაზე, არ იყო ადვილად ხელწამოსაკრავი ქვეყნა. მას ჰყავდა მაღალკვალიფიციური პოლიტიკური ელიტა, ავტორიტეტული ხელისუფლება. მას ჰყავდა პირველხარისხოვანი სამხედრო ხელმძღვანელობა, გენერალიტეტი, რომელსაც გააჩნდა მსოფლიო ომის გამოცდილება. მას ჰყავდა რამდენიმე ათეულათასიანი არმია, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა მეზობელი ქვეყნების თავდასხმებს და შეინარჩუნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პატარა ქვეყანა ვერ დაუპირისპირდებოდა საბჭოთა რუსეთის მრავალმილიონიან წითელ არმიას. ამიტომ საქართველოს მთავრობა, ძალას არ იშურებდა, რომ დასავლეთ სამყაროში მოეპოვებინა - საიმედო მფარველ-მოკავშირე. მუდამ მადლიერები უნდა ვიყოთ მაშინდელი გერმანიისა, რომელმაც ფეხზე დააყენა დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ ის დამარცხდა მსოფლიო ომში და გერმანულმა სამხედრო შენაერთებმა 1918 წლის ბოლოს დატოვეს საქართველო.
საქართველოს მთავრობა, ძალას არ იშურებდა, რომ დასავლეთ სამყაროში მოეპოვებინა - საიმედო მფარველ-მოკავშირე. მუდამ მადლიერები უნდა ვიყოთ მაშინდელი გერმანიისა, რომელმაც ფეხზე დააყენა დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ ის დამარცხდა მსოფლიო ომში და გერმანულმა სამხედრო შენაერთებმა 1918 წლის ბოლოს დატოვეს საქართველო
ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც სხვა ევროპელების უკმაყოფილო, რომ ისინი ვერ დაეხმარნენ საქართველოს პირველ რესპუბლიკას. სამოქალაქო ომში გამარჯვებული საბჭოთა რუსეთი, მეტად ძლიერი იყო იმისათვის, რომ ადვილად დაეთმო ყოფილი მონარქისტული რუსეთის ტერიტორიები. საბჭოთა რუსეთთან დიდი ომი, ევროპელებისაგან მოითხოვდა დიდმასშტაბიან სამხედრო რესურსებს.
მათ მხოლოდ ის შეძლეს, რომ სამოქალაქო ომის პერიოდში, ენერგიულად ეხმარებოდნენ თეთრგვარდიელ რუს გენერლებს, კოლჩაკს, დენიკინს, ვრანგელს, იუდენიჩს, მაგრამ მათთან ერთად, ფაქტობრივად, ანტანტაც დამარცხდა.
ბედის ირონიაა, რომ ზუსტად იმ დროს, როცა საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, 1920 წლის 7 მაისს, საბჭოთა რუსეთის ვაჭრობის სახალხო კომისარი ლეონიდ კრასინი ლონდონში ჩავიდა და სავაჭრო მოლაპარაკებები წამოიწყო დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან, კერძოდ, ვაჭრობის მინისტრ რობერტ ჰორნთან. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები 1921 წლის 16 მარტს დასრულდა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით.
ბედის ირონიაა, რომ ზუსტად იმ დროს, როცა საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, 1920 წლის 7 მაისს, საბჭოთა რუსეთის ვაჭრობის სახალხო კომისარი ლეონიდ კრასინი ლონდონში ჩავიდა და სავაჭრო მოლაპარაკებები წამოიწყო დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან, კერძოდ, ვაჭრობის მინისტრ რობერტ ჰორნთან. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები 1921 წლის 16 მარტს დასრულდა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით
საბჭოთა რუსეთმა ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია. ბრიტანეთზე იმის გამო გავამახვილეთ ყურადღება, რომ მაშინ ლონდონი იყო საერთაშორისო პოლიტიკის დირიჟორი და მისგან საქართველოს უარყოფა ნიშნავდა, დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას.
ეს იზოლაცია კი ჯერ კიდევ 1920 წლის იანვარში დაიწყო, როცა ანტანტის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ეკონომიკური ბლოკადა მოეხსნა საბჭოთა რუსეთისათვის. გრძელი ამბავია.
- საგარეო ფაქტორები გასაგებია, მაგრამ ვიცით, რომ დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად ვერ უმკლავდებოდა ბოლშევიკების ძირგამომთხრელ საქმიანობას.
მეტიც, მახსენდება 1920 წლის 20 მაისს რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ რომ თბილისში რუსეთის საელჩო გაიხსნა, სადაც 800-მდე თანამშრომელი, რეალურად კი ბოლშევიკების აგიტატორები მუშაობდნენ...
- ისტორიკოსთა ნაწილი დღესაც შეცდომად უთვლის ჟორდანიას მთავრობას, რომ მან ხელშეკრულების ისეთ მუხლებს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის კომპარტიის ლეგალიზაციას აღიარებდა, საქართველოს ტერიტორიაზე.
ძნელი გადაწყვეტილება იყო მისაღები. თუ ლეგალიზაციაზე უარს იტყოდა საქართველოს მთავრობა, მაშინ ადვილად შესაძლებელია რომ რუსეთი არ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს უკანასკნელი კი ნიშნავდა იმას, რომ აღარც დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები იცნობდნენ საქართველოს დე იურე დამოუკიდებლობას.
ჟორდანიამ დამოუკიდებლობის ცნობას მიანიჭა უპირატესობა და ძნელია მისი გამტყუნება. პირიქით, ბრძნულადაც კი მოიქცა. თუ ჩვენ რაიმე სამართალმემკვიდრეობა გაგვაჩნია და მასზეც კი ვდგავართ გარკვეულწილად - ეს 1920 წლის 7 მაისისა და 1921 წლის 27 იანვრის რუსეთისა და ანტანტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებებია.
რაც შეეხება რუსეთის პროვოკაციებს, ჩვენ თვითონაც ვართ მოწმე, რომ დღესაც ძნელია ვეებერთელა სახელმწიფოს ინტრიგებს, პატარა სახელმწიფომ ადეკვატურად გასცეს პასუხი.
ჩვენ თვითონაც ვართ მოწმე, რომ დღესაც ძნელია ვეებერთელა სახელმწიფოს ინტრიგებს, პატარა სახელმწიფომ ადეკვატურად გასცეს პასუხი
აგერ, ჩვენი მოქალაქე ზაზა გახელაძე დააპატიმრეს და 12 წელი მიუსაჯეს. ახლა საერთაშორისო ორგანიზაციები მაინც დაგიჭერენ მხარს, მაგრამ მაშინ ვინ იყო გამკითხავი.
- ვისაც საბჭოთა პერიოდში მოუწია ცხოვრება, არ შეიძლება არ ახსოვდეს ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს გაგზავნილი დეპეშა - მოსკოვი, კრემლი. ამხ. ლენინს და ამხ. სტალინს - თბილისსის თავზე წითელი დროშა ფრიალებს.
საქართველოს ოკუპაციის საქმეში ქართველი ბოლშევიკების როლზე ბევრია ცნობილი, მაგრამ მაინც გკითხავთ - რა როლი მიუძღვით ქართველ ბოლშევიკებს საქართველოს ოკუპაციაში და ბოლშევიკების წამყვან ორგანოებში ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, იყო თუ არა იმის ალბათობა, რომ ფინეთის მსგავსად საქართველო გადაურჩებოდა საბჭოთა ოკუპაციას?
- 1920 წლის მაისში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა გრიგოლ ურატაძემ, სტალინი მის კაბინეტში მოინახულა. საბჭოთა რუსეთის ეროვნულ საქმეთა კომისრის კაბინეტში საუბრის დროს, მათთან შევიდა საბჭოთა დიდმოხელე ლევ კამენევი. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ კამენევი თითქმის ალერსიანად ეუბნება ურატაძეს: „ახ თქვე ქართველო თეთრგვარდიელებო! თქვენ გინდათ ჩვენგან გაქცევა, რომ მარტოებმა მიირთვათ მწვადები და კახური ღვინო? ნურას უკაცრავად ძმაო, ეს არც ისე ადვილია! ჩვენ ასე ადვილად ვერ გაგიშვებთ - ასე არაა ამხანაგო სტალინ?“
რომ წარმოვიდგინოთ ქართველი ბოლშევიკების არყოფნა, მაშინ ბევრი სხვა რამის წარმოდგენაც მოგვიწევს: არ შედგებოდა შულავერის კომიტეტი; ბოლშევიკები ვეღარ მოაწყობდნენ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ აჯანყებებს და ა. შ. ამ ყველაფრის წარმოდგენა ძნელი იქნება. ერთი კი ფაქტია - ქართველმა ბოლშევიკებმა სულ ცოტა, 50 პროცენტით მაინც გაუადვილეს საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას - საქართველოს ოკუპაცია. ულიანოვ-ლენინს ძალიან ეშინოდა - დასავლეთის სახელმწიფოების რეაქციისა.
ერთი კი ფაქტია - ქართველმა ბოლშევიკებმა სულ ცოტა, 50 პროცენტით მაინც გაუადვილეს საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას - საქართველოს ოკუპაცია. ულიანოვ-ლენინს ძალიან ეშინოდა - დასავლეთის სახელმწიფოების რეაქციისა
ის მუდმივად აფრთხილებდა თავის ქართველ კოლეგებს, სტალინს და ორჯონიკიძეს, რომ საქართველოსთან ომი, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დამთავრებულიყო.
თუ ის რამდენიმე თვე გაგრძელდებოდა, შეიძლებოდა სულაც, ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულებას საფრთხე დამუქრებოდა. შეიძლებოდა აშშ-დან დიდი ჰუმანიტარული დახმარებები შეწყვეტილიყო და ა. შ. ერთი სიტყვით, ბევრი სიურპრიზი შეიძლება მიეღოთ.
- ამ პროცესებში თავისი როლი შეასრულა ქემალისტურმა თურქეთმა, რომლის ლიდერი ქემალ ატათურქი ლენინთან აქტიურად თანამშრომლობდა. სხვათა შორის, თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, დღემდე გაუგებარია რატომ დაეხმარა სამხედრო იარაღით თურქეთს ლენინი ქრიასტიანულ საბერძნეთთან ბრძოლაში, რომლის ჯარი ანკარიდან 20-ოდე კილომეტრში იდგა.
რა როლი შეასრულა თურქეთმა 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაში?
- მოსკოვისა და ანკარის დაახლოება საერთო მტრის - ანტანტის წინააღმდეგ საერთო ინტერესებმა განაპირობა. თურქეთს ემუქრებოდა ანტანტის მხრიდან ოკუპაცია.
ამ ვითარებაში, თურქეთის ახალმა ლიდერმა ქემალ ათათურქმა დახმარება სთხოვა ლენინს. საბჭოთა რუსეთმა თურქებს სოლიდური სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია თანაც შეთანხმდნენ, რომ თურქეთი გაანეიტრალებდა დაშნაკურ სომხეთს და წინააღმდეგი არ იქნებოდა თუ აზერბაიჯანი, რუსეთის გავლენის სფეროში მოექცეოდა. თავდაპირველად თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლას თითქოს არ აპირებდა, მაგრამ როდესაც მეთერთმეტე არმია საქართველოში შემოიჭრა, თურქებმა ართვინი და არდაგანი დაიკავეს.
თურქეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლას თითქოს არ აპირებდა, მაგრამ როდესაც მეთერთმეტე არმია საქართველოში შემოიჭრა, თურქებმა ართვინი და არდაგანი დაიკავეს
ეს რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო, რაც სხვათაშორის, ჟორდანიას მთავრობას არ უცვნია.
ამის შემდეგ, თურქებმა ბათუმის ნაწილი დაიკავეს და მის მითვისებასაც აპირებდნენ, მაგრამ ეს აღარ გამოუვიდათ. გენერალმა მაზნიაშვილმა შეძლო ბათუმიდან თურქი ასკერების განდევნა, რის შემდეგაც ქალაქში რუსელი საბჭოთა სამხედრო ნაწილები შევიდნენ.
- ახლა როცა ამ ამბებზე ვსაუბრობთ, უპრიანია 100 წლის წინადელი მოვლენების არა მარტო გახსენება, არამედ დღევანდელობასთან განსხვავებებისა და მსგავსებების ცხადად დანახვა.
დავიწყოთ საგარეო ფაქტორებით. გარეთ 21-ე საუკუნეა, მსოფლიო თითქოს შეცვლილია, მაგრამ ბევრად მაინცადამაინც არა. ჩვენს რეგიონში ძირითად აქტორებს ისევ აქვთ თავისი ინტერესები და ასე შემდეგ. საგარეო ფაქტორების თვალსაზრისით რა მსგავსება და რა განსხვავებებია საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მსოფლიოში?
- ერთი შეხედვით, პირველი რესპუბლიკის საგარეო მდგომარეობა უფრო არასახარბიელოდ გამოიყურებოდა, დღევანდელ მესამე რესპუბლიკასთან შედარებით. პირველი რესპუბლიკა რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა, უკვე აღვნიშნეთ. მეტიც შეიძლება ითქვას: მაშინდელმა დასავლეთმა ღიად დაუთმო კავკასია საბჭოთა რუსეთს - ბრიტანეთმა განაცხადა რომ მას კავკასიაში ინტერესები არა აქვს, ოსმალეთმა აზერბაიჯანისადმი პრეტენზიაზე უარი თქვა.
მაშინდელმა დასავლეთმა ღიად დაუთმო კავკასია საბჭოთა რუსეთს - ბრიტანეთმა განაცხადა რომ მას კავკასიაში ინტერესები არა აქვს, ოსმალეთმა აზერბაიჯანისადმი პრეტენზიაზე უარი თქვა
1920 წლის გაზაფხულზე, ანტანტამ, უფრო ზუსტად ბრიტანეთმა, სამხედრო კონტიგენტი გაიყვანა ბათუმიდან და როგორც იტყვიან საქართველოს ტერიტორია გაუსუფთავა საბჭოთა რუსეთს. ამ უკანასკნელს, ისღა დარჩენოდა, რომ - საჩუქარი მიეღო, თუმცა, გარკვეული სამხედრო ოპერაციების ფასად.
რაც შეეხება, მესამე რესპუბლიკას. დღეს ვითარება თითქოს უფრო საიმედოდ გამოიყურება - არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი, არსებობს საიმედო კავშირ-ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატო-თან, გვაქვს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.
დღეს ვითარება თითქოს უფრო საიმედოდ გამოიყურება - არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი, არსებობს საიმედო კავშირ-ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატო-თან, გვაქვს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ფარატინა ქაღალდები არ არის, როგორიც რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი და 1920 წლის 7 მაისის ქაღალდები აღმოჩნდა.
- ვიცით, რომ ევროკავშირი და სხვა ევროპული სტრუქტურები საქართველოს მხარს უჭერენ როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკურ არჩევანში. მართალია, აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში სულ იყო და ახლაცაა, მაგრამ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აქვს რუსეთისათვის საკმაოდ მტკივნეული ეკონომიკური სანქციები. რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ 1921 წლის ისტორია არ განმეორდება და ევროპა უარს არ იტყვის საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე?
- ამ მხრივ, ჯერ კიდევ შუა გზაში ვართ და დასამშვიდებელი მდგომარეობისაგან შორს ვიმყოფებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსი სამშვიდობოები ახლა უკვე, სამხრეთ კავკასიის კიდევ უფრო სამხრეთში განლაგდნენ და ფაქტობრივად, არამარტო სომხეთზე, უკვე აზერბაიჯანზე კონტროლის ბერკეტი მოიპოვეს. ამგვარ ვითარებაში, თუ ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში ვინმეს მშვიდად სძინავს, ნამდვილად უნდა გვშურდეს მათი.
საერთაშორისო ხელშეკრულებები დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენს მეზობლად არის ვეებერთელა სახელმწიფო, რომელსაც, როგორც ისტორიამ ათასჯერ დაადასტურა, ხელშეკრულებებს პატივს სცემს პრინციპით - „იმდენად რამდენადაც“.
თუ უფრო გულახდილები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალი რეალობით, რუსეთის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. ჯერჯერობით დასავლეთმა, რუსეთის ახალ ჩამოსახლებას, ვერაფრით უპასუხა, თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფო მდივნის, ბატონ პომპეოს უსუსურ ვიზიტს საქართველოში.
უნდა ვაღიაროთ, რომ სამხრეთ კავკასიაში, ახალი რეალობით, რუსეთის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. ჯერჯერობით დასავლეთმა, რუსეთის ახალ ჩამოსახლებას, ვერაფრით უპასუხა, თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფო მდივნის, ბატონ პომპეოს უსუსურ ვიზიტს საქართველოში
გარდა ამისა, როგორც ჩანს, მოლოდინები რომ თითქოს „ცივი ომის“ დრო წავიდა, გადაჭარბებული აღმოჩნდა. საქართველოსა და უკრაინის ამბების შემდეგ, ის კვლავ აღდგა და დღეს ახალი „ცივი ომის“ საწყის სტადიაში ვიმყოფებით, სამწუხაროდ.
მოლოდინები რომ თითქოს „ცივი ომის“ დრო წავიდა, გადაჭარბებული აღმოჩნდა, და დღეს ახალი „ცივი ომის“ საწყის სტადიაში ვიმყოფებით, სამწუხაროდ
- ცხადია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა აშშ-ს ეკუთვნის. აშშ-ს ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბევრი რამ აქვს დასალაგებელი, მათ შორის რუსეთთან. გაქვთ იმის განცდა, რომ ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება საქართევლოს ხარჯზე არ მოხდება?
- ეს თუ დავიჯერეთ, მაშინ დსთ-ში დასაბრუნებელი განცხადების ტექსტზე მუშაობაც უნდა დავიწყოთ. ასეთი საფრთხე რომ არსებობდეს კიდეც, ყველაზე ბოლოს, ჩვენ უნდა დავიჯეროთ. ჯერჯერობით კი, მოლოდინები უფრო ოპტიმისტურია. ბ-ნ ბაიდენის წარსული საქმიანობა და მისი ახლანდელი რიხიანი გამოსვლებიც, ამაზე მეტყველებენ.
საერთოდ, ახალი კონფიგურაციების სილუეტები იკვეთება. შეერთებული შტატების საგარეო პრობლემებში, სულ უფრო აქტუალური ხდება ჩინეთის თემა, თითქმის უფრო მეტად თუ არა, არა ნაკლებად, ვიდრე რუსეთისა.
შეერთებული შტატების საგარეო პრობლემებში, სულ უფრო აქტუალური ხდება ჩინეთის თემა, თითქმის უფრო მეტად თუ არა, არა ნაკლებად, ვიდრე რუსეთისა
ამას წინათ ბაიდენმა განაცხადა კიდეც, თუ დროზე არ ვიმოქმედებთ, ჩინეთმა შეიძლება ჩვენი ლანჩი შეჭამოსო.
- ანკარა და მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობენ ბევრ სფეროში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ეს რომ ასეა, გასული წლის ყარაბაღის ომმაც ცხადად დაგვანახა. ვხედავთ, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის გაუარესებული ურთიერთობა შესაძლოა უკეთესობისკენ შეიცვალოს.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს საკითხზე ანკარა და მოსკოვი ჩვენს საწინააღმდეგო თემებზე არ და ვერ შეთანხმდებიან?
- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა შეზღუდულია. მათი ინტერესების ურთიერთდამთხვევა მხოლოდ იმ ზღვრამდე შეიძლება განვითარდეს, რომ ხელი არ შეუშალოს ნატო-ს ინტერესებს რეგიონში, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა.
რუსეთ-თურქეთის რაიმე შეთანხმება საქართველოს საწინააღმდეგოდ, ამ უახლოეს დროის მონაკვეთში ნაკლებად მოსალოდნელი ჩანს. თურქეთის ინტერესი - აზერბაიჯანია და ჩვენი ადგილიც, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, ალბათ.
ისტორიულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები მხოლოდ დროებით იყო ხოლმე - ურთიერთსოლიდარული. ამ ორი სახელმწიფოს პარტნიორობა დღემდე, ხანგრძლივი დროით, ისტორიას არ ახსოვს.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები მხოლოდ დროებით იყო ხოლმე - ურთიერთსოლიდარული. ამ ორი სახელმწიფოს პარტნიორობა დღემდე, ხანგრძლივი დროით, ისტორიას არ ახსოვს
- ისევ რუსეთის თემას უნდა დავუბრუნდეთ. ვხედავთ, რომ როგორადაც არ უნდა იყოს რუსეთი ჩართული მისთვის პრობლემურ საერთაშორისო თემებში, იგი საქართველოსთვის მაინც იცლის.
იმ რეალობაში, რაც დღევანდელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული რუსეთის მიერ საქართველოს პირდაპირი ოკუპაცია რომ თითქმის გამორიცხული ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთს ჩვენს მიმართ როგორი ინტერესი ჰქონდა, ახლაც ისეთივე ინტერესი აქვს.
როგორც ამბობენ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი წარმომავლობა-ჩამოსხმის ქართველი ბოლშევიკების საქმის მემკვიდრეები, ისე რუსეთში მოღვაწე რუსეთთან დაახლოებული ქართველები.
რა შანსები აქვს რუსეთს, რუსეთის სასარგებლოდ მოღვაწე ქართველი ბოლშევიკების იდეურ და სულიერ მემკვიდრეებს, რომ სისრულეში მოიყვანონ მათივე იმედები რუსეთის გავლენის ქვეშ საქართველოს დაბრუნებაზე?
- მხოლოდ პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში სუსტები არიან. ასე იყო ასი წლის წინათაც. ბოლშევიკური ორგანიზაციები რამდენიმე ასეულ ადამიანს თუ ითვლიდნენ.
მხოლოდ პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში სუსტები არიან. ასე იყო ასი წლის წინათაც. ბოლშევიკური ორგანიზაციები რამდენიმე ასეულ ადამიანს თუ ითვლიდნენ
მაგრამ მათ ჰყავდათ სხვა მოკავშირეები საქართველოში. ჩამოვთვალოთ. ესენი იყო:
ახლა დღევანდელ რეალობაში დავხედოთ ვითარებას. გარდა სუსტი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფებისა, რუსეთს სხვა მოკავშირეებიც ჰყავს საქართველოში, დღესაც.
მოკლედ ჩამოვთვლით - ისევ ეკონომიკური გაჭირვება, მასობრივი უმუშევრობა, მოკავშირეებისაგან არსებითი დახმარების მიუღწევლობა, ჯერჯერობით მაინც, მოსახლეობის დიდი ნაწილის გულგრილობა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რასაც განაპირობებს, ჯერჯერობით სუსტი ქართული სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საკუთარ მოსახლეობას, ყველაზე აუცილებელი უფლებებით - კეთილდღეობისა და სამსახურის უფლებით.
ასეთ მოსახლეობას რატომ უნდა უყვარდეს სახელმწიფო? 1991 წლის შემდეგ ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დამოუკიდებლობის სიკეთეებით ვერ უზრუნველყო. ერთი სიტყვით ბევრი პრობლემაა და როცა ამდენი პრობლემაა ღიად დარჩენილი, ასეთ ქვეყანაში არაფერია გამორიცხული.
1991 წლის შემდეგ ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა დამოუკიდებლობის სიკეთეებით ვერ უზრუნველყო. ერთი სიტყვით ბევრი პრობლემაა და როცა ამდენი პრობლემაა ღიად დარჩენილი, ასეთ ქვეყანაში არაფერია გამორიცხული
- შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი უცნაურადაც კი განვითარდა. მას შემდეგ რაც ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა აშკარად გახშირებულია საუბრები „შულავერის კომიტეტზე“.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „შულავერის კომიტეტია“. იგივეს ამტკიცებს ხელისუფლება. ვითარებაში, რომელშიც ახლაა ქვეყანა, ბევრი თვალსაზრისით დამაფირებელია, ვინაიდან ჩვენში ვითარების დესტაბილიზაციით შესაძლოა მხოლოდ მოსკოვმა ისარგებლოს.
ძნელი დასაჯერებელია ეს ან ხელისუფლებას არ ესმოდეს, ან ოპოზიციას. თქვენი დაკვირვებით, ნებსით თუ უნებლიეთ რატომ გამოუდის ორივე მხარეს ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება?
- იმის შიშით, რომ ოკუპანტს შეუძლია ორივე მხარის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივობა გამოიყენოს, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ვერ შეწყდება.
იმის შიშით, რომ ოკუპანტს შეუძლია ორივე მხარის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის აქტივობა გამოიყენოს, ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ვერ შეწყდება
უბრალოდ, მიმდინარეობს ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ ქვეყნის მართვის მისეული ხედვაა სამართლიანი და პრაგმატული.
აქ უკვე ყურადღებას აღარ იმსახურებს ის გარემოება, ვინ ვის, რას და ვის უწოდებს. ისე კი, „შულავერის კომიტეტის“ ზეწოდების „პატივს“ ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ იმსახურებს - ცოტა მომავალსაც ვაცალოთ.
- რუსული ოკუპაციის 100 წლისთავის მოახლოების ფონზე ვხედავთ რომ დღევანდელი ვითარება ბევრად არ განსხვავდება ერთი საუკუნის წინ არსებული ვითარებისაგან.
მსგავსებებსა და განსხვავებებზე თქვენ საკმაოდ ისაუბრეთ. იმაზეც მიანიშნეთ, რომ ახლა საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარების თვალსაზრისით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკაში ვერ ვართ მთლად დაწყობილ-დამშვიდებულ-დალაგებული.
თქვენი აზრით, რა უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა ძალებმა და ლიდერებმა, რომ შიდა პოლიტიკა არ გახდეს მიზეზი 100 წლის წინანდელი ისტორიის განმეორების?
- პირველი რესპუბლიკის დროს და ცოტა წინა პერიოდში, ოპონენტურმა ბანაკებმა შეძლეს ერთმანეთთან დიალოგი. სოციალ-დემოკრატები ჯერ ეროვნულ საბჭოში გაერთიანდნენ პატრიოტულ პარტიებთან, ხოლო შემდგომში წარმატებით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მტერმა ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოს წაქცევა - შინაური მეხუთე კოლონის მხარდაჭერით და იძულებული გახდა შეიარაღებული ძალებით, ომით დაეპყრო ქვეყანა.
სოციალ-დემოკრატები ჯერ ეროვნულ საბჭოში გაერთიანდნენ პატრიოტულ პარტიებთან, ხოლო შემდგომში წარმატებით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მტერმა ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოს წაქცევა - შინაური მეხუთე კოლონის მხარდაჭერით და იძულებული გახდა შეიარაღებული ძალებით, ომით დაეპყრო ქვეყანა
დღეს, ყოფილი მეტროპოლია, ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს, რომელიც ეკონომიკური განვითარების ყველანაირ შესაძლებლობას სპობს. ჩვენ ვმოძრაობთ და ისე ვვითარდებით, როგორც კაფკასეული შედარებით, „ვითარდება გამოხრული კბილი.“
ყველას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, არც ერთ მხარეს საქართველოში, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, არ გააჩნია იმდენი რესურსი, რომ ერთმანეთის ლიკვიდირება ან პროტესტის მოსპობა შეძლოს.
ეს არ შეუძლია ხელისუფლებას, რომლის ხელშია ჯარი, პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები. თუ ხელისუფლებაში, ვინმეები ფიქრობენ, რომ ოპოზიციის დათრგუნვას შეძლებენ, ფუნდამენტურად ცდებიან, რადგან დღეს თუ მელიას დაიჭერენ, ხვალ ლომის დაჭერა მოუწევთ.
მეორე მხრივ, თუ ოპოზიციაში არიან ისეთები, რომ დღეს კი არა, ხვალ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც, მოახერხებენ მეოცნებეთა ლიკვიდირებას ან მათი პროტესტის ნეიტრალიზებას, კიდევ უფრო ფუნდამენტური ილუზია ჰქონიათ. მერე ისევ დაიწყება ასი ათასიანი პროტესტები, რადგან მათი მომხრეებიც ბლომაზე ბლომად არიან ქვეყანაში.
მესამე გზა - ეს ისაა, რასაც ძალიან იშვიათად ვახერხებდით - კომპრომისი, მორიგება, თანამშრომლობა. ეს მესამე გზა - უკვე სასურველი კი არა - აუცილებლობაა, ჯანსაღი ერისათვის
რა გზა დარჩა ქართველ საზოგადოებას, მოსახლეობას, ხელისუფლებას და ოპოზიციას? ისტორია სამ გზას გვთავაზობს, რადგან მეტი არ იცის: პირველია - სამხედრო დიქტატურა, ე. წ. „მტკიცე ხელი“. ოპოზიციის ჩახრჩობა სისხლში, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის „ევროპა“ დამთავრდება და ჩვენს არაპროპორციულად დიდ მეზობელს ძალიან ვასიამოვნებთ.
მეორე გზაა - ისევ ასე გავაგრძელოთ ყველაფერი, როგორც უკანასკნელი 30 წელია ვჯახირობთ და დამოუკიდებლობაც გავიმწარეთ: ისევ ზვიადისტები და შევარდნაძისტები; მერე ისევ - შევარდნაძისტები და მიშისტები; მერე კიდევ - ქოცები და ნაცები...
და მესამე გზა - ეს ისაა, რასაც ძალიან იშვიათად ვახერხებდით - კომპრომისი, მორიგება, თანამშრომლობა. ეს მესამე გზა - უკვე სასურველი კი არა - აუცილებლობაა, ჯანსაღი ერისათვის.
თუ არა, მაშინ, ქართველი საზოგადოება და მოსახლეობა, უნდა შეურიგდეს, რომ ჩამორჩენილობის, მუდმივი ეკონომიკური კრიზისის, საგარეო საფრთხეებისა და უსიხარულო რეალობის მუდმივ წრეში ვიმოძრავებთ.
კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"