ხატია დეკანოიძე - თუ “ოცნება” გადაწყვეტს, რომ ძალისმიერი შტურმით აიღოს ოპოზიციური პარტიის შენობა, მათ მოუწევთ ყველა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, ჩემი ჩათვლით

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმი განხორციელდება, “ქართული ოცნება” გადაიხდის “ყველაზე უფრო დიდ ფასს, რომელიც არსებობს”.

ხატია დეკანოიძის თქმით, ძალის გამოყენების შემთხვევაში, სამართალდამცავებს მოუწევთ, ნიკა მელიას გარდა სხვა ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაც.

“იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ ძალისმიერი შტურმით აიღოს მთავარი ოპოზიციური პარტიის შენობა, რაზე დღეს მიანიშნებდა ირაკლი ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, ისინი გადაიხდიან ყველაზე უფრო დიდ ფასს, რომელიც არსებობს. მათ მოუწევთ ყველა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, ჩემი ჩათვლით, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური, თავისუფალი მომავალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადის ზუსტად ჩვენი ოფისის ხაზზე. არავინ არ ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მუქარა ვინმეს შეაშინებს და რაიმე სახის ცვლილებას შეიტანს ჩვენს დღის წესრიგში”,- განაცხადა დეკანოიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს