ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე - ყველა გზა თავად ჩახერგა, ყველა ხიდი თავად დაწვა

ჩვენ ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე. ყველა გზა თავად ჩახერგა, ყველა ხიდი თავად დაწვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, პარტიის ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დღეს ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

„ხელისუფლებას ჩვენი ერთიანობითა და ჩვენი სიმტკიცით ვაიძულებთ, რომ კომპრომისზე წავიდეს. ოპოზიცია როგორც აქამდე, დღემდე მოვიდა და ჩამოყალიბდა ერთიან ეროვნულ მოძრაობად და სწორედ ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება. თუ ხელისუფლებას კიდევ სურს რაიმე შანსი იყოს, რომ ქვეყანა ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ დავიწყებთ აქციებს, მოსახლეობას ვაცნობებთ კონკრეტულ თარიღებს, ჩვენ ახლა დავიძრებით მთავრობის ადმინისტრაციისკენ, სადაც მხარდამჭერებს დაველოდებით. ჩვენ ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე. ყველა გზა ჩახერგა თავად, ყველა ხიდი დაწვა თავად. ახლა იქნება პროტესტი, ძალიან მძლავრი პროტესტი და ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ დათანხმდეს იმ პირობებს, რომელიც ოპოზიციას გააჩნია.

ხელისუფლებამ დღეს ყველა ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც კი არსებობს. შტურმით აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ამ ხელისუფლებას არ შერჩება. იმიტომ, რომ ამით არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუვარდა, შეუვარდა ყველა იმ ადამიანს სახლში, რომლისთვისაც თავისუფლებას და დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა