თენგიზ ფხალაძე - არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ქმედებებში გადაითარგმნება

განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისაწრაფებების მხრივ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე საქართველოს პარტნიორების იმ განცხადებებს, რომელი ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ მისამართით კეთდება.

თენგიზ ფხალაძის თქმით, ვითარება ძალიან საგანგაშოა.

„ასეთი მძიმე შეფასებები 2007 წლის მერე არ მახსენდება, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ ამ ტიპის შეფასებები და ასეთი კრიზისი, მე მგონი, არც გვქონია. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ განცხადებებიდან ნათელად ჩანს, რომ მართლაც გადაიკვეთა წითელი ხაზები და ჩანს ის, რომ ეს განცხადებები განცხადებებად არ დარჩება. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს ქვეყნის პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხრივ და ასევე, ამან შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ ამ პროცესის შეფერხება, არამედ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი შეცდომების პოლიტიკური ფასი იქნება. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს ახლაც კი, საჭიროა ის ქმედებები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია პროცესი გადავიყვანოთ იმ კალაპოტში, რაც სჭირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქ საუბარი არ არის რიტორიკაზე, აქ საუბარია ქმედებებზე, იმიტომ, რომ რითაც შეიძლება დავარწმუნოთ, ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ქმედება. ისინი ქმედებისკენ მოგვიწოდებენ და ეს ქმედებებები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის აღქმა, რომ ვითარება ასეთი საგანგაშოა და რამდენად ითვალისწინებს, ყველა იმ შედეგს, რომელიც შესაძლოა დადგეს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებს, მაშინ ამას ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს. აქ საუბარი არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებზე, აქ საუბარია საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და გრძელვადიან მომავალზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„იმდენად ფართოა ამ პოლიტიკური ფასის ცნება, რომ არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი ეს განცხადებები გადაითარგმნება ქმედებებში. ჩვენს პარტნიორებს ესმით, რამდენად შეიძლება მძიმე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც საკითხი მიდის იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებებით არ ხდება ვითარების დარეგულირება, მაშინ ამას დიდი ალბათობით, ქმედებები მოჰყვენა, რაც ძალიან ცუდია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე. ფხალაძის თქმით, მიმდინარე პროცესები ქვეყანას ამისგან ძალიან აშორებს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რაც ახლა მიდის, რამენაირად გვაახლოებს ევროკავშირში წევრობასთან, პირიქით, გვაშორებს. ასე რომ, ევროკავშირში განაცხადის გაკეთების მხრივ, თუ საუბარია იმაზე, რომ აპლიკაცია ტექნიკურად შევავსოთ, ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია, მაგრამ თუ რეალურად ვფიქრობთ, მაშინ ეს ქმედებები წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის“, - აღნიშნა ფხალაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს