ოპოზიცია ნიკა მელიას დაჭერის გამო, სანქციების დაწესებას პოლიტიკოსებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ითხოვს

ოპოზიცია ნიკა მელიას დაჭერის გამო, სანქციების დაწესებას არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციების დაწესება აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მისივე განმარტებით, „კანონის უზენაესობას ხელს უშლის“.

„ამაზე მქონდა გუშინ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი სანქციები კონკრეტული ადამიანებისთვის არის აუცილებელი. კონკრეტული გვარები იქნება გამოაშკარავებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წინადადება უცვლელია - გათავისუფლდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„ჩვენი წინადადება საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მათ შორის საჯაროდ, დიდი ხანია გადაცემული აქვს ხელისუფლებას, რომელიც რეალურად არის ჩიხში. ამის იქეთ არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე. ჩვენი წინადადება, რომლიც საჯაროდ გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს არის შემდეგი - გათავსუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულირებები და ფორმულა არ განიხილება. ამაზე ვისაუბრეთ გუშინ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ტონი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია.

„მე არ მაინტერესებს ღარიბაშვილის არც ტონი და არც დამოკიდებულება. მთავარია, ის ტალღა საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც გამოხატავენ არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ რეალურ ღონისძიებებზე ფიქრობენ. შემდეგ ნაბიჯი ეს იქნება სანქციები, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს მომავალია საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენდ და არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის გათავისუფლდეს ნიკა მელია და დაიწყოს რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა. გუშინ რაც მოხდა ამ შენობაში, ვგულისხმობ ადამიანების მოწამვლას, მათზე ძალადობას, პოლიტიკური ლიდერების მოწამვლას და შენობაში მხუთავი და წიწაკის გაზის გამოყენებას, რომელიც არ შეიძლება არცერთი კონვენციით, ეს გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, ზიზღის ტონი და ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ აგრესიული ტონი არის ის, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიაჩნიათ მიუღებლად. რა თქმა უნდა, არაპროპორციული იყო ძალა და ეს დადასტურდა სახალხო დამცველის მიერაც. არაპროპორციული იყო იმ მხრივაც, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე შტურმი არ უნდა მიიტანო, ასევე არაპროპორციული იყო იმით, რომ გამოიყენეს მხუთავი და წიწაკის გაზი შენობაში, იძალადეს ქალებზე და დაწამლეს პოლიტიკური ძალის ლიდერები. ის სურათი, რაც საერთაშორისო პრესაში და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეა წარმოუდგენლად მძიმეა ქვეყნისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს