ხათუნა სამნიძე „ქართულ ოცნებაზე“ - არათუ დიალოგზე წამომსვლელები არიან, არც აინტერესებთ, რას ამბობენ დასავლელი პარტნიორები - დარწმუნებული ვარ, შოკში იყო პავილიონისი, რომელსაც ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს

შოკში იყო დარწმუნებული ვარ ის ადამიანი, პავილიონისი, რომელიც აქ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩამოვიდა და ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს და არ გვაინტერესებს, რას ამბობო. ამ უპასუხისმგებლობების გამო, რაც უქმნის ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს, სანქციები რეალურია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, თუმცა, პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, არ უნდა გამოქვეყნდეს.

„ამ ემოციების ფონზე, ალბათ, ემოციური განცხადებები ბევრი იქნება, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, რადგან არ არის მარტივი, როდესაც ლიდერს აკავებენ. მე არ ვარ მომხრე პოლიციელების სახელების გამოქვეყნების, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ რაც ეხება სანქციებს, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამაზე საუბარი არის და ისევ აქტუალური გახდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებდი სანქციებზე საუბარს ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ დღეს ეს საკითხი იმდენად აქტუალური გახდა და განხილვის თემაა, რომ აღარ მიკვირს და მეც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს თემა რეალისტური გახდეს იქედან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ თან აპატიმრებს ოპოზიციის ლიდერს, თან აცხადებს, რომ დეკრიმინალიზაციაც მოხდეს. სია ჩამოთვალა იმ პოლიტიკოსების კობახიძემ, რომელთაც, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებს. გარდა ამისა, ამ ყველაფერთან ერთად ვხედავთ, რომ ისინი არათუ დიალოგზე წამომსვლელები არიან, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ, არც აინტერესებთ რას ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შოკში იყო დარწმუნებული ვარ ის ადამიანი, პავილიონისი, რომელიც აქ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩამოვიდა და ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს და არ გვაინტერესებს რას ამბობო. ამ უპასუხისმგებლობების გამო, რაც უქმნის ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს, სანქციები რეალურია“, - განაცხადა სამნიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე „ქართულ ოცნებაზე“ - არათუ დიალოგზე წამომსვლელები არიან, არც აინტერესებთ, რას ამბობენ დასავლელი პარტნიორები - დარწმუნებული ვარ, შოკში იყო პავილიონისი, რომელსაც ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს

შოკში იყო დარწმუნებული ვარ ის ადამიანი, პავილიონისი, რომელიც აქ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩამოვიდა და ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს და არ გვაინტერესებს, რას ამბობო. ამ უპასუხისმგებლობების გამო, რაც უქმნის ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს, სანქციები რეალურია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, თუმცა, პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, არ უნდა გამოქვეყნდეს.

„ამ ემოციების ფონზე, ალბათ, ემოციური განცხადებები ბევრი იქნება, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, რადგან არ არის მარტივი, როდესაც ლიდერს აკავებენ. მე არ ვარ მომხრე პოლიციელების სახელების გამოქვეყნების, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ რაც ეხება სანქციებს, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამაზე საუბარი არის და ისევ აქტუალური გახდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებდი სანქციებზე საუბარს ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ დღეს ეს საკითხი იმდენად აქტუალური გახდა და განხილვის თემაა, რომ აღარ მიკვირს და მეც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს თემა რეალისტური გახდეს იქედან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ თან აპატიმრებს ოპოზიციის ლიდერს, თან აცხადებს, რომ დეკრიმინალიზაციაც მოხდეს. სია ჩამოთვალა იმ პოლიტიკოსების კობახიძემ, რომელთაც, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებს. გარდა ამისა, ამ ყველაფერთან ერთად ვხედავთ, რომ ისინი არათუ დიალოგზე წამომსვლელები არიან, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ, არც აინტერესებთ რას ამბობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. შოკში იყო დარწმუნებული ვარ ის ადამიანი, პავილიონისი, რომელიც აქ კონფლიქტის გადასაჭრელად ჩამოვიდა და ლამის „ნაციონალი“ ხარო უთხრეს და არ გვაინტერესებს რას ამბობო. ამ უპასუხისმგებლობების გამო, რაც უქმნის ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს, სანქციები რეალურია“, - განაცხადა სამნიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო