Reuters - Pfizer-ის ვაქცინამ რეალურ ცხოვრებაში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა

Pfizer / BioNTech-ის ვაქცინაზე რეალურ ცხოვრებაში ჩატარებულმა პირველმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია.

Reuters-ის ინფორმაციით, „კლალიტის სამეცნიერო ინსტიტუტის“ კვლევა ისრაელში ჩატარდა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

1.2 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ის სიმპტომური დაავადების შემთხვევებს 57%-ით, ორივე დოზის მიღების შემდეგ კი - 94%-ით ამცირებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ წინააღმდეგაც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს ის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ წინააღმდეგ.

კვლევის შედეგები ახლოს არის გასულ წელს ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებთან, რომლის თანახმად ვაქცინის ორი დოზა ვირუსის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტურია.

კვლევის შედეგები ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?