თამარ კორძაია - ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლება დაბნეულია, მან არ იცის, რა გააკეთოს, ხელისუფლება არ არსებობს!

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, პროკურატურის განცხადებით ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ იცის, რა გააკეთოს.

როგორც კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით თქვა, რომ მელიას დაკავების საკითხზე გუნდში მსჯელობდნენ და პროკურატურა და სასამართლო არავინაა.

„ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია. მან არ იცის, რა გააკეთოს. ხელისუფლება არ არსებობს. ამას გახარიამ გასცა პასუხი თავისი გადადგომით. გახარიამ თქვა, რომ გუნდში მსჯელობდნენ ნიკა მელიას დაკავება-არდაკავებაზე. პროკურატურა, სასამართლო არავინ არ არის, გუნდში მსჯელობდნენ და გახარია უმცირესობაში აღმოჩნდა. ამიტომ ხელისუფლება სუსტად გამოიყურება თუ ძლიერად, ამას რა მნიშვნელობა აქვს. გახარიამ ერთი ბრაზით გააშიშვლა, რომ არც ღარიბაშვილი, არც შოთაძე, არც გომელაური, არც თალაკვაძე და კობახიძე არავინ არაა. მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. პროკურორს უთხრეს - არიქა, დაგვემხო ქვეყანა თავზე და როგორმე უნდა გავანეიტრალოთ ვითარება. რთულია, ასეთ აბსურდულ ვითარებაში სერიოზული შეფასება გააკეთო. სერიოზული შეფასება არის ის, რაც გახარიამ თქვა, რომ ხელისუფლება არ არსებობს.

შეიძლება ფიქრობენ, რომ მელია გამოიჩენს სისუსტეს და არ მოუნდება ციხეში ყოფნა. შეიძლება ასე მეამიტურად ფიქრობენ. პროკურორი რომ გამოვა და იტყვის, რომ თვითმიზანი მისი ციხეში ჩასმა არ იყო, მაგრამ ორჯერ შევიდა პარლამენტში მისი ციხეში ჩასმის მოთხოვნით, ვინმეს სჯერა, რომ სიტყვებს მიღმა მოქმედებებს არავინ უყურებს?“- განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, უწყება მზადაა მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით. უწყების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემთხვევაში, ეს ფაქტი დაადასტურებს ბრალდებულის, ნიკა მელიას მზაობას პატიმრობაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების პირობების შესრულებაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს