აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს

რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, გზის სავალ ნაწილზე მდებარე კარავს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაიტანენ.

"პოლიციელს ვუთხარი, რომ კარავს გავშლი და გადავიტანდი. 2 კვირაში დაგეგმილ აქციაზე, თუ არ მივაღწევთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ერთად, პროტესტის ნიშნად, მოძრაობა "საქართველოსთვის" გზის სავალ ნაწილზე დადგამს კარვებს", - განაცხადა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. სამართალდამცველებმა მათ გაფრთხილება მისცეს, რომ კარავი გონივრულ ვადაში აიღონ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა