ნიკა მელია პროკურატურის განცხადებაზე - ამბობენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ, სერიოზულად არც კი აღმიქვამს, გამეცინა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „სერიოზულად არ აღიქვამს და ეცინება“ პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პროკურატურა მზადაა ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

ნიკა მელიას ამ განცხადებას ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, ბრალდებულმა პოლიტიკოსმა პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი ტელეკომპანიას გაუგზავნა.

„ტელევიზორი შემომიტანეს საკანში, ჯერ კიდევ ციხის თანამშრომლები იყვენენ ოთახში და ტელევიზორის მონტაჟში მეხმარებოდნენ, როდესაც ჩავრთე პირველი წამს პროკურატურის ბრიფინგი ჩაირთო. ამბობდნენ, რომ მზად არიან სასამართლოს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართონ. სერიოზულად არც კი, აღმიქვამს, გამეცინა. ერთი წუთითაც არ ვნანობ რაც გავაკეთე.

ამ ბრძოლაში 2014 წელს ჩავერთე. მაშინ გამარჯვება ჰორიზონტზეც კი არ ჩანდა და იყო მომენტები, როცა უიმედობა ეპარებოდა ოპტიმიზმს, მაგრამ ყოველი გამოწვევა და წინააღმდეგობა უფრო მაძლიერებდა. ახლა კი, მტკიცედ მჯერა, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა. მთავარია ყველამ ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების და გვჯეროდეს გამარჯვების, რომელიც ძალიან ახლოს არის“, - აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. „2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს