ხატია დეკანოიძე - 16 მარტს ასოცირების სხდომაზე ყველა პუნქტზე კონკრეტული შეთანხმება უნდა მოხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია აქციებზე რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება გამოვრიცხოთ

ვიქცევით როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკური ძალები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციები უქმდება და უარს ვამბობთ აქციებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული მოდიფიკაცია შეეხება შსს-სთან და საქალაქო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციებსაც.

,,აქციების მოდიფიცირება არის საერთო გადაწყვეტილება. ჩვენ არავითარ მანევრირების საშუალებას არ დავუტოვებთ ხელისუფლებას იმისა, რომ განავითაროს რიტორიკა და ჩაშალოს მოლაპარაკებები. 16 მარტს ასოცირების სხდომაზე უნდა მოხდეს ყველა პუნქტზე კონკრეტული შეთანხმება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ყველა აქციაზე რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება. ვიქცევით როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე პოლიტიკური ძალები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქციები უქმდება და უარს ვამბობთ აქციებზე. ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეული მოდიფიკაცია მოხდება იმ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა შსს-სთან და სასამართლოსთან.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ არ შეისმინოს ბატონი მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორეიბს გზავნილები, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დიდი საფრთხის ქვეშაა და არ შეეცდება, რომ საქართველოს მოქალაქეებისკენ გადადგას ნაბიჯი, ეს განხილული იქნება, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან სერიოზული მოშორების მცდელობა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ხვალ დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ავტომობილების კოლონა საბოლოოდ რუსთავის საპყრობილესთან გადაინაცვლებს, სადაც ნიკა მელია ,,უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დილეგში“.

,,ხვალინდელი აქცია იქნება შეკრება ვარდების მოედანზე და მანქანების მსვლელობა რუსთაველზე, კანცელარიასთან, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ავტომანქანების კოლონიდან მთავრობის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ. შემდგომ, ეს ავტომანქანების კოლონა გადაინაცვლებს რუსთავის საპყრობილესთან, სადაც ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს სრულიად უკანონოდ გამოკეტილი ჰყავთ დილეგში და პოლიტიკური საქმის მოტივაციით იხდის სასჯელს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა