ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ  ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა ადამიანის გაშვება არ გაუჭირდება. ამის შესახებ დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე.

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ხაზგასმით მინდა ვთქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქლაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე , რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო- შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიების არდაწყებას, ხატია დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტები არ გააჩნია.

„ეს არის ჩვეულებრივი სისტემა, როდესაც ოლიგარქიული ოჯახი, კრიმინალური კლანი აკონტროლებს საერთოდ ყველაფერს და ეს კრიმინალური კლანი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობითა და მისი ოჯახის წევრების ჩართულობით მთელ სახელმწიფო სტრუქტურასაა მოდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გარეულია ამ ყველაფერში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები უბრალოდ არ გაგვაჩნია. სწორედ ეს არის იმის დასტური, რომ ადამიანები, ვინც ახლა სისხლის სამართლის დევნის ობიექტები უნდა იყვნენ, სახელმწიფოს წარმოადგენენ და ქვეყნის პირველი პირები არიან. ეს სამწუხარო ფაქტია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩვნები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ ჩანაწერი წინა ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული და ახლა გავრცელდა იმ მიზნით, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგი ჩაიშალოს.

„ბოდიში, დიდი ბოდიში, მმართველი გუნდის სიტუტუცე და სისულელე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოძიებაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ ვადაზე. რა მნიშვნელობა აქვს ვადას. ადამიანი მაშინაც ასეთი იყო, ახლაც ასეთია და მერეც ასეთი იქნება და კრიმინალური სინდიკატია ქვეყნის სათავეში. ეს არგუმენტი არის სისულელე. ჩემი რჩევა მმართველ გუნდს - ეს არგუმენტი არ გამოდგება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა