ნინო ბურჯანაძე - მოლაპარაკებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, მით უფრო ოპოზიციის მიზეზით

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ჩანაწერების და მისი დუმილის შედეგად, ნამდვილად ყველაზე ცუდად და ყველაზე მძიმედ გამოიყურება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, მით უფრო, ოპოზიცია ამის საბაბად არ უნდა გამოიყენონ.

„ის, რომ 2 დღეა პრემიერ-მინისტრი საკუთარ ხალხს საერთოდ არაფერს ეუბნება, არ ჩანს და დამალულია, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ მასთან საუბარი უბრალოდ გარკვეულწილად ანომალიაც და არაკომფორტულიცაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ამაზე დავა საერთოდ არ ყოფილა. მეორე თემა არის ის, რომ მოლაპარაკებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაიშალოს, მით უფრო ოპოზიციის მიზეზით. ამიტომ, ყველა ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ თუ ხელისუფლებას მართლა უნდა მოლაპარაკებები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, უნდა შეცვალოს ღარიბაშვილი და მის ნაცვლად გამოაგზავნოს ან თალაკვაძე, ან ვისაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ თუ კვლავ იქნება გაჯიუტების პოზიცია და ღარიბაშვილის ფიგურას მიაბამენ იმას, რომ რადგან ღარიბაშვილს არ ელაპარაკებიან, ე.ი ოპოზიცია მოლაპარაკებას შლის და ქვეყნის დაქცევა უნდა, ხელისუფლებას ამის საშუალებას არ მივცემთ, რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს. ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ ამ მოლაპარაკებების პროცესში, მოლაპარაკებას მიშელის ფორმატით გააგრძელებენ. პრინციპში, ღარიბაშვილის უკან ყველა შემთხვევაში ივანიშვილი დგას და ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, ამას რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა იმ გაუგებრობაში, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ღარიბაშვილი ამ ჩანაწერების და მისი დუმილის შედეგად, ნამდვილად ყველაზე ცუდად და ყველაზე მძიმედ გამოიყურება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა