კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია გენერალურ პროკურატურაში, 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას დაკავებისას ინვენტარის დაზიანებასთან დაკავშირებით მათი განცხადების საფუძველზე, გასაუბრებაზე დაიბარეს.

როგორც ნაყოფია განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი, რაზეც პროკურატურას მალევე მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

მისივე თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს

„მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებამ დაინახა ის ვანდალიზმი, რაც განხორციელდა 23 თებერვალს, როდესაც შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. ოფისის აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, იყო მოპარული სერვერები და ვიდეო ჩაწერის ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვთხოვეს გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული.

ოფისში ფუნქციონირებდა გარე კამერის ჩამწერი ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ, აინტერესებდათ ვინ მოდიოდა ოფისში და ვინ გადიოდა და ა.შ. თუმცა ამის კანონიერი უფლება არ გააჩნდათ. მეორე იყო სერვერები, რომელზეც გვქონდა შიდა პარტიული მიმოწერები.

პოზიტიური მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ სხვა საქმეს, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი პროკურატურა ამას აუცილებლად გამოიძიებს“, - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

იხილეთ ვიდეო:კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს