2021 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მიღებას 10 სასწავლო პროგრამაზე აცხადებს

2021 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მიღებას 10 სასწავლო პროგრამაზე აცხადებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს.

SANGU-ში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია და ამასთან, უნივერსიტეტი სტუდენტებს სხვადასხვა ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს.

SANGU 2008 წლიდან ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან განათლებას საქართველოში. უნივერსიტეტი ყოველწლიურად აახლებს სასწავლო პროგრამებს და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში სთავაზობს.

აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია როგორც უნივერსიტეტის აფილირებული მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე სხვადასხვა დარგის მოწვეული პროფესორ-მასწავლებლებით.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, რაც უცხოური პრაქტიკის გაზიარების უნიკალურ საშუალებას იძლევა. მათთან გაფორმებული მემორანდუმები SANGU-ს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ეზიარონ საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკას.

წელს SANGU-ს აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: სამართალი - 1450101; ფსიქოლოგია - 1450102; კომპიუტერული მეცნიერება - 1450103; საერთაშორისო ურთიერთობები - 1450104; საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 1450105; ტურიზმის ბიზნესი - 1450106; ბიზნესის ადმინისტრირება- 1450107; ეკონომიკა - 1450108; ისტორია - 1450109; ქართული ფილოლოგია - 1450110; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) – 1450111; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ქართული, როგორც მეორე ენა) - 1450112

როგორც SANGU-ში ამბობენ, სწავლის პროცესში SANGU-ს სტუდენტები პროფესიულ ცოდნასთან ერთად თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას ეჩვევიან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ისინი მზად არიან არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის. სტუდენტების მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, მათი მოსმენით და საჭიროებების გათვალისწინებით, უნივერსიტეტში შექმნილია თავისუფალი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

SANGU-ში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია, თუმცა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი სახის ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს: სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს 100%-იან სახელმწიფო გრანტს, SANGU-სგან დაენიშნება 125 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია; სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მისი სწავლის ღირებულების 30%-ს SANGU დაფარავს; სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს 50%-იან სახელმწიფო გრანტს, მისი სწავლის ღირებულების 30%-ს SANGU დაფარავს.

ფინანსური მხარდაჭერა შენარჩუნდება ყველა სემესტრში, თუ სტუდენტს თითოეულ სასწავლო კურსში არ ექნება 81 ქულაზე ნაკლები.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდს: www.sangu.edu.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა