ნათია თურნავას შეფასებით, გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4%-ით გაიზარდა

გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს და უნგრეთს გვაქვს ძალიან კარგი მომავალი, რომ გავზარდოთ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში.

„შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის“ გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა