კრისტიან დანიელსონი - ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება განსჯის საგანია, ამაზე ვიმსჯელებთ

ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს. ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, რომ პროცესი წინ წავიდეს“,-განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტპატიმრების, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი.

„საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც განსჯის საგანია. მზად ვართ, რომ ამ დღეებში ამ საკითხებზე ვიმუშავოთ“,-განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს დღეს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. ამასთან, დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

იხილეთ ვიდეო:კრისტიან დანიელსონი - ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება განსჯის საგანია, ამაზე ვიმსჯელებთ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს