ლევან იოსელიანის განცხადებით, IRI-ის დასკვნა მიუთითებს, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, IRI-ის დასკვნა მიუთითებს, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს. მისი შეფასებით, ეს არის პასუხი იმ წუხილზე, რომელიც საქართველოს მეგობრებს გააჩნიათ.

„IRI-ის დასკვნა მიუთითებს მთავარ რამეზე, რომ საარჩევნო რეფორმა არის ის ფუნდამენტი, რაც უნდა გავაკეთოთ. იქ არის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად, არჩევნების გაუმჯობესებას ეხება. ამიტომ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რა პროცესიც თითქმის ბოლოში გვყავს მიყვანილი, ეს არის პასუხი სწორედ იმ წუხილზე, რაც ჩვენს მეგობრებს გააჩნიათ",-განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა".

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს