კრისტიან დანიელსონთან "ლეიბორისტული პარტიის", "მოქალაქეების" და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მეორე ნაწილის შეხვედრაც დასრულდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე.

როგორც გოჩა თევდორაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიებმა თავიანთი მოთხოვნები კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და თუ ამ ვადამდელი არჩევნების თემას ოპოზიცია უკან წაიღებს, მაშინ ეს არ არის კონსენსუსი, ეს არის ოპოზიციისგან უარის თქმა თავის მოთხოვნაზე და დათანხმება ხელისუფლების მოთხოვნებზე.

"ის ინტერესი, რაც ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ღრმა პოლიტკური კრიზისის მიმართ არის გამოჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და ევროკავშირისგან, გვაძლევს გარკვეულ იმედს იმისას, რომ მოლაპარაკებები ისევ გაგრძელდება და რაღაც ფორმით კონსენსუსს მივაღწევთ. რაც შეეხება პლებისციტს, ეს არის თემის სადღაც შორს გადაგდება, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანას ვერ გამოიყვანს. აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, თუ ჩვენ გვინდა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ, რომელშიც დღეს ქვეყანაა. ყველასთვის არის ცნობილი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა ტოტალურად. არჩევნების გაყალბების არცერთი მექანიზმი ასეთი მკაცრი არ ყოფილა ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენ ერთი რამ უნდა დავინახოთ რეალურად, რომ ვალდამდელი არჩევნები არის მხოლოდ გზა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნა არის მხოლოდ გზა იმისთვის, რომ ჩვენ შევჯერდეთ სხვა საკითხებზე",- განაცხადა თევდორაძემ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, თევდორაძის განცხადებით, ეს საკითხი ხელოვნურად, ხელისუფლებისგან არის შექმნილი.

"ნიკანორ მელიას საქმე ამ არჩევნებამდე არ არსებობდა? - არსებობდა! ის იყო ბრალდებულიც და მსჯავრდებული ფაქტობრივად. შემდეგ მოხდა ხელისუფლებისგან ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენა და ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ახალი თემა გაჩნდა. თორემ უმთავრესი თემა ვადამდელი არჩევნები იყო და თუ ამ ვადამდელი არჩევნების თემას ოპოზიცია უკან წაიღებს, მაშინ ეს არ არის კონსენსუსი, ეს არის ოპოზიციისგან უარის თქმა თავის მოთხოვნაზე და დათანხმება ხელისუფლების მოთხოვნებზე",- განაცხადა თევდორაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა