თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა" დაჯილდოვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტ N4ED-ის დირექტორმა, დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 9 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად დაასახელა, 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეირჩა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"