დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონალური პროგრამის ხელმძღვანელობას შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KONRAD ADENAUER STIFTUNG) „სამხრეთ-კავკასიის პოლიტიკური დიალოგის“ რეგიონალური პროგრამის დირექტორს ტომას შრაპელს და დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით სონღულაშვილმა ფონდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და კომიტეტთან ეფექტიანი, აქტიური თანამშრომლობისთვის.

„შეხვედრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ტომას შრაპელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო. ამ კუთხით მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები დასახეს. ტომას შრაპელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფონდი აქტიურადაა დაინტერესებული რეგიონის სტაბილურობითა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებით. ასევე ითქვა, რომ ადენაუერის ფონდი ამ მიმართულებით კვლავაც გააგრძელებს კომიტეტთან მჭიდრო და პირდაპირ კომუნიკაციას, რათა ხელი შეუწყოს მხარეებისთვის პრიორიტეტული საკითხების უკეთ წარმართვას“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო