ჟოზეფ ბორელი - საქართველოს პრემიერის მხრიდან ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე, ახლა იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც

მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში, - ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

“გასული წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი. ეს არის საარჩევნო სისტემისა და სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი.

ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს...

შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგზე და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისგანაც...

ეს მომენტი და ეს დრო არის გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მის ინტერესებს ევროკავშირში და ჩვენც საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა