დავით სერგეენკო - რომელიმე პარტიის, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გაცრუებულ მოლოდინზე, რომ შედეგი არ იყო მათი მოლოდინის შესაბამისი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ნონსენსია

რომელიმე პოლიტიკური პარტიის, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გაცრუებულ მოლოდინზე, რომ შედეგი არ იყო მათი მოლოდინის შესაბამისი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ნონსენსია , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სერგენეკოს თქმით, „ქართული ოცნება“ „ძალიან კარგად აცნობიერებს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობა და ქმედითი ოპოზიციის არსებობა პარლამენტში ამის აუცილებელი პირობაა.

„ოპოზიცია აცხადებდა და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. პოზიცია ამბობს, რომ არ გაყალბებულა. ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია ხოლმე, გარე რეფერის გარეშე სიმართლეში გარკვევა მიუხედავად იმისა, რომ პოზიციას თავისი რესურსი აქვს, რა თქმა უნდა. გარე რეფერი, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, ცალსახად ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებმა ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება. იყო ცალკეული ხარვეზები, რომელიც უკვე ასახულია რეფორმის დოკუმენტში და რომელიც გამოსწორდება, თუმცა ამ ხარვეზებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. გამარჯვების ჟინს, რომ თავი დავანებოთ და იმას, ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის ბოლო სიტყვას, ელემენტარულად რიგგარეშე არჩევნები არის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოაკლდეს იმ მიმართულებებს, რაც ახლა განსაკუთრებით მწვავეა ჩვენი ქვეყნისთვის. რომელიმე პოლიტიკური პარტიის, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გაცრუებულ მოლოდინზე, რომ შედეგი არ იყო მათი მოლოდინის შესაბამისი, მხოლოდ ამის გამო მხოლოდ რიიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ნონსენსია ჩემი აზრით. რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“, რომ ეს მოლაპარაკებები წინ წაიყვანოს და არ შეწყვიტოს? იმიტომ, რომ აღიარებს სადღაც გულის სიღრმეში, რომ ეს არ იყო ობიექტური არჩევნები? არა. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ როგორც არასდროს, დღეს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობა და ქმედითი ოპოზიციის არსებობა პარლამენტში არის ამის აუცილებელი პირობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს