კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა, რაღაც საკითხებია, რაც სახელმწიფოებრიობას ავნებს, ახლა მოლაპარაკების დეტალებში არ შევალ

რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მმართველი გუნდის და ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები შეთანხმდენენ, რათა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს.

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდეს, დამშვიდდეს და დასტაბილურდეს ქვეყანაში სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა. რაღაც საკითხები არის, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრიობას ავნებს, მე ახლა დეტალებში არ შევალ, მაგრამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შალვა ნათელაშვილის შეფასებაზე თავს შევიკავებ, რადგან მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილი, ამიტომ მოლაპარაკების პროცესს დაველოდოთ, დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს