ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა