თენგიზ ცერცვაძე - პანდემიის დაძლევა ვაქცინის გარეშე შეუძლებელია - ზოგიერთი ადამიანი „ფაიზერს“ უცდის და ჰგონია, რომ კარგია

ზოგიერთი ადამიანი „ფაიზერს“ უცდის და ჰგონია, რომ კარგია. ,,ფაიზერის” გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალა, „ასტრაზენეკათი” 17 მილიონი აიცრა და 4 ადამიანია გარდაცვლილი, 17 მილიონიდან 4 ადამიანი ისედაც გარდაიცვლება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ვაქცინირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია და კიდევ გვიწევს ბრძოლა, რომ საქართველომ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა „იშოვოს და შემოიტანოს“.

,,ჩვენ კიდევ ბრძოლა მოგვიწევს, რომ საქართველომ ასტრაზენეკას ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს. ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია. 17 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 4 გარდაცვლილია, რომელიც ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული. ზოგიერთი ადამიანი „ფაიზერს“ უცდის და ჰგონია, რომ კარგია. ​„ფაიზერის“​ გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალა, აქ 17 მილიონი გაიკეთეს და 4 ადამიანია გარდაცვლილი, 17 მილიონიდან 4 ადამიანი ისედაც გარდაიცვლება. პანდემიის დაძლევა ვაქცინის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აცრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და საზოგადოების მობილიზება მოჰყვება, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს დროში მოვახდინოთ ფართომასშტაბიანი ვაქცინირება.

,,ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ვაქცინას მოვიპოვებდით და ვერ მოვახერხებდით მის ადმინისტრირებას. დიახ, ჯერჯერობით მართლაც გვიჭირს, თუმცა გეგმა გაწერილია და 89 პუნქტი მუშაობს, მეტი რა ქნას პატარა საქართველომ? ახლა იცრიან ცნობადი სახეები, ყველა ცნობადი სახე აიცრა, მათ შორის ოპოზიციურმა ტელევიზიებმა დაანებეს თავი ანტივაქცინურ განწყობებს და გვერდში გვიდგანან. რამდენადაც ვიცი ბევრი ოპოზიციური ტელევიზიის სახე აიცრა უკვე ვაქცინაზე. განსაკუთრებით მივესალმები და დიდი სიხარულით შევხვდი, როდესაც გავიგე, რომ იცრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონი სალომე თავისი წარმოშობით, შინაგანი კულტურით ბრძანდება უნიკალური ადამიანი და მის პირად მაგალითს დიდი მნიშვნელობა ექნება მოსახლეობისათვის. ქალბატონ სალომეს ყველაფერზე მიუწვდება ხელი და ყველაფერი უნახავს, მას ბავშვობა გატარებული აქვს საფრანგეთში, თუმცა დემონსტრაციულად მოდის ჩვენთან და ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, არ ელოდება „ფაიზერს“ და რაღაც ზღაპრებს, ის იცრება ჩვეულებრივი ასტრაზენეკას ვაქცინით, რომლითაც უნდა აიცრას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და მოჰყვება საზოგადოების მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს დროში მოვახდინოთ ფართომასშტაბიანი ვაქცინირება, რაც არის პირდაპირი გზა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო