გიგი უგულავა - ხვალ დეტალურად მოვუყვებით საზოგადოებას, როგორ ვაპირებთ ამ მძიმე სურათის შეცვლას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გუშინდელი დღე იყო წყალგამყოფი და უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციები გაცილებით უფრო ღრმა და ფართო სახეს მიიღებს.

როგორც უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ხვალ ოპოზიციური სპექტრი საკუთარ გეგმას თარიღებისა და ლოკაციების მიხედვით გააჟღერებს.

„სამწუხაროდ, გუშინდელი დღე არ იყო რიგითი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. გუშინ არამარტო მოლაპარაკება ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“, მოლაპარაკება, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უნდა განემუხტა და გამოსავალი მოგვეძებნა, ჩვენ შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს აღარ ეპარება ეჭვი, რომ გუშინ ჩავარდნილი მოლაპარაკებები ივანიშვილის მხრიდან ატარებს გეოპოლიტიკურ ხასიათს. ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აწი საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილის ძალისხმევა გადაიხაროს რუსეთისკენ, კიდევ უფრო მეტად ცხადი გახდება.

გუშინდელი დღე ამ თვალსაზრისით იყო წყალგამყოფი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქციები და ღონისძიებები, რომელიც უნდა დაიგეგმოს და რომლის მთავარი მოთხოვნები რჩება რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, გაცილებით უფრო ღრმა და ფართო სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი აქცია გაგვეუქმებინა და ეს განპირობებული იყო სწორედ იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით სხვა ხარისხის და სხვა დონის მომზადებაა საჭირო აქციებისთვის. ისეთი მომზადება, რომლის შედეგი იქნება რიგგარეშე არჩევნები და ცვლილებები. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დროში გაწერილი გეგმით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. ხვალ, 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ პათოსს იზიარებს და ხედავს, რომ დღეს უკვე ბრძოლა ეგზისტენციალური ხასიათისაა, გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას თარიღების და შესაბამისად, რეგიონების მიხედვით. ხვალ დეტალურად მოვუყვებით საზოგადოებას, როგორ ვაპირებთ ამ მძიმე სურათის შეცვლას“, - განაცხადა უგულავამ.

როგორც მან დააანონსა, იქნება როგორც მასშტაბური, ასევე წერტილოვანი პროსტეტი.

„აქციები ყოველდღიური ისედაც არის. 24 საათის რეჟიმში აქციები მიმდინარეობს პარლამენტთან, მოცულია პრტაქტიკულად პარლამენტი და რუსთაველის მოედანი, კარვების ქალაქია და ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. ყოველდღიური აქციები იქნება, ბუნებრივია, მაგრამ ამავე დროს, იქნება წერტილოვანიც, შედარებით დიდი თარიღებიც და იქნება ყველაზე დიდი თარიღი, რომელიც ასევე ხვალ გახდება ცნობილი. დღეს დასამალი არაფერი არ არის, უბრალოდ ყველა პარტიას აქვს თავისი პოლიტსაბჭო და მათ სჭირდებათ შიდა კონსულტაციები, რადგან სიტუაცია საგანგაშოზე უფრო საგანგაშოა“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა