პოლონეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

პოლონეთში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული სამკვირიანი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. ქვეყანაში დაიკეტა მაღაზიები, სასტუმროები, კულტურული და სპორტული ობიექტები. შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვირუსის ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად „ლოქდაუნის“ ამოქმედება აუცილებელი იყო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ინფიცირების შემთხვევების 60% აღნიშნულ ვარიანტზე მოდის.

ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 49 000-მდე ადამიანი. გერმანიამ გუშინ განაცხადა, რომ მეზობელი პოლონეთი მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიას მიაკუთვნა. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც პოლონეთიდან გერმანიაში შესვლას აპირებენ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

ცნობისათვის, „ლოქდაუნი“ ამოქმედდა საფრანგეთის 16 დეპარტამენტში, მათ შორის დედაქალაქ პარიზში, სადაც, საერთო ჯამში 21 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნულ ტერიტორიებზე დაიხურა არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები, თუმცა სკოლები და სილამაზის სალონები ღია დარჩა და ამასთან, მოქალაქეებს ვარჯიშის მიზნით სახლიდან გასვლის უფლება აქვთ.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო დროს გერმანიაშიც მატულობს. ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, შესაძლოა, გერმანიაში შეზღუდვები გამკაცრდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა