შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ქვეყნის ჯანჯღარს ცდილობს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს“

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტში არის ისეთი ჯგუფი, რომელიც შეთანხმების მომხრეა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა, ოპოზიცია “ქვეყნის ჯანჯღარს” ცდილობს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს.

ამასთან, პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციაში ადრე თუ გვიან “რაციონალური მიდგომები იმძლავრებს”.

“საბოლოო ჯამში, ოპონენტების ნაწილში, ადრე თუ გვიან, იმძლავრებს რაციონალური მიდგომები საკითხის მიმართ. ერთადერთი, ვისაც ეს მდგომარეობა აწყობს, რაც არის, ეს არის მხოლოდ რუსეთი. რასთანაც დღეს გვაქვს საქმე, რომ ოპონენტები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ჯანჯღარს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. რაც შეეხება ჩვენს იმედებს, ვნახეთ ფასილიტაციის პირველი ეტაპი. ჩვენ იქიდან გამოვიტანეთ დასკვნები, ასევე საარჩევნო რეფორმა, რომელსაც “მოქალაქეები” შემოუერთდნენ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც მოწოდებულია, რომ ჩაშალოს ყოველგვარი შეთანხმება და ბოლომდე შეეცადოს, რომ საპარლამენტო დემოკრატიას პრობლემა შეუქმნას. გვაქვს იმ ჯგუფების იმედი, რომელიც ღიადაც საუბრობს, რომ საჭიროა შეთანხმება, მათ შორის “გირჩი” და სხვებიც არიან, ცალკეული პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო რაციონალურად უყურებენ სიტუაციას. ჩვენი შეთავაზებები დევს მაგიდაზე. ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდებიან რომ ერთადერთი ძალა, რომელიც კონსტრუქციული იყო მოლაპარაკების დროს, იყო “ქართული ოცნება”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმასა და დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია რეგიონებში ჩასვლას აპირებს, მისასალმებელია, რადგან ნახავენ, რეალურად რა პრობლემები აქვს მოსახლეობას.

“კარგია თუ რეგიონებში ივლიან, მისასალმებელია. გამოვიდნენ სოციალური ქსელებიდან და ნახონ, რეალურად, რა აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. რა არის რეალური პრობლემები და არა გამოგონილი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც მოუწოდებენ, რომ დაანებონ ხელოვნური კრიზისების იმიტაციას თავი და მიხედონ რეალურ საკითხებს. ეს პრობლემაა პანდემია. დღეს აქციაზე ოპოზიციის ლიდერებს პირბადე არ ეკეთათ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ქვეყნის ჯანჯღარს ცდილობს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს“

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტში არის ისეთი ჯგუფი, რომელიც შეთანხმების მომხრეა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა, ოპოზიცია “ქვეყნის ჯანჯღარს” ცდილობს, რაც მხოლოდ რუსეთს აწყობს.

ამასთან, პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციაში ადრე თუ გვიან “რაციონალური მიდგომები იმძლავრებს”.

“საბოლოო ჯამში, ოპონენტების ნაწილში, ადრე თუ გვიან, იმძლავრებს რაციონალური მიდგომები საკითხის მიმართ. ერთადერთი, ვისაც ეს მდგომარეობა აწყობს, რაც არის, ეს არის მხოლოდ რუსეთი. რასთანაც დღეს გვაქვს საქმე, რომ ოპონენტები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის ჯანჯღარს, აწყობს მხოლოდ რუსეთს. რაც შეეხება ჩვენს იმედებს, ვნახეთ ფასილიტაციის პირველი ეტაპი. ჩვენ იქიდან გამოვიტანეთ დასკვნები, ასევე საარჩევნო რეფორმა, რომელსაც “მოქალაქეები” შემოუერთდნენ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც მოწოდებულია, რომ ჩაშალოს ყოველგვარი შეთანხმება და ბოლომდე შეეცადოს, რომ საპარლამენტო დემოკრატიას პრობლემა შეუქმნას. გვაქვს იმ ჯგუფების იმედი, რომელიც ღიადაც საუბრობს, რომ საჭიროა შეთანხმება, მათ შორის “გირჩი” და სხვებიც არიან, ცალკეული პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო რაციონალურად უყურებენ სიტუაციას. ჩვენი შეთავაზებები დევს მაგიდაზე. ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი, ვის რა პოზიცია ჰქონდა და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდებიან რომ ერთადერთი ძალა, რომელიც კონსტრუქციული იყო მოლაპარაკების დროს, იყო “ქართული ოცნება”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმასა და დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია რეგიონებში ჩასვლას აპირებს, მისასალმებელია, რადგან ნახავენ, რეალურად რა პრობლემები აქვს მოსახლეობას.

“კარგია თუ რეგიონებში ივლიან, მისასალმებელია. გამოვიდნენ სოციალური ქსელებიდან და ნახონ, რეალურად, რა აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს. რა არის რეალური პრობლემები და არა გამოგონილი საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც მოუწოდებენ, რომ დაანებონ ხელოვნური კრიზისების იმიტაციას თავი და მიხედონ რეალურ საკითხებს. ეს პრობლემაა პანდემია. დღეს აქციაზე ოპოზიციის ლიდერებს პირბადე არ ეკეთათ”,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია