იაგო ხვიჩია - ორივე მართალია, როცა ამბობს, რომ მაგიდა მეორე მხარემ ააყირავა - დანარჩენმა ოპოზიციამ და დანიელსონმა კარგად ვერ გავიგეთ ეს რა თამაშია

ორივე მხარე მართალია, როცა ამბობს, რომ მეორე მხარემ ააყირავა მაგიდა. ორივე იყო ამ თვალსაზრისით აქტიური, შესაბამისად, როგორ გავამტყუნო ერთი, როცა მეორეს ედავება მაგიდის აყირავებას, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ხვიჩია განმარტავს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მოლაპარაკებების მაგიდასთან რა მიიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რაზე იყო თანახმა ოპოზიცია.

„ჩვენ არ ვყოფილვართ ამ საქმეში ამრევი, არ მგონია, ბატონი დანიელსონისთვის შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა, რომ ამათ არევა უნდათ და არ უნდათ შეთანხმებაო, პირიქით, მგონია, რომ ჩვენ ძალიან კომფორტული ხალხი ვიყავით. მე ვიცი, რომ ოპოზიციას იქ არ უნდა შესვლა და ოპოზიციის ნაწილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო, ამავდროულად, ისიც ვიცით, რომ ხელისუფლებას ასევე არ უნდა ის ოპოზიცია, რომელსაც შესვლა არ უნდა, არ იყოს პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები ემთხვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში. ჩვენ, დანარჩენმა ოპოზიციამ და ბატონმა დანიელსონმა, როგორც ჩანს, ეს კარგად ვერ გავიგეთ რა თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპტიმიზმით ვართ გამსჭვალული, რომ საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან, გონს მოვეგებით, ეს პროცესი არ მიდის წარმატებამდე იქიდან გამომდინარე, რომ ორი მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვერ შეთანხმდნენ, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთთან.

არსებობს ხალხი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელთა მიზანია, მოლაპარაკება არ შედგეს, ამ ხალხის მონაწილეობით, არანაირ შეხვედრას აზრი არ აქვს. ეს ადრეც ვიცოდით, უბრალოდ, არც უცხოელი დამკვირვებლის წინაშე არ ერიდება ამ ხალხს იგივეს გაკეთება. შეიძლება, მართალია ეს ხალხი, და „ქართული ოცნება“ ზუსტად ასეთივე დამნაშავეა და ზუსტად ასეთივე ამრევია ყველაფერში და საერთოდ არაფრის დათმობაზე არ მოდის, მაგრამ მე ხომ უნდა შემეძლოს თქმა, თქვენ რომ მკითხავთ, ეს პუნქტი იდო თუ არა - კი, ან არას თქმა. „ქართული ოცნებისგან“ რა იდო, არ ვიცით, ჩვენ ვიცით რა დადეს ფასილიტატორებმა. სიმყარე არსად არ გვაქვს, რომელიმე მხარე ამაზე თანახმა იყოო, ვერ ვამბობთ, გვაქვს მხოლოდ სპეკულაცია, ადამიანები ამბობენ, ვიღაც 40%-ზე, ვიღაც 45%-ზე იყო თანახმაო, ხომ უნდა ვიცოდეთ ერთხელ და სამუდამოდ, მართლა რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მიმართებით და რაზე თქვა უარი ოპოზიციამ, რომ ადამიანებს მტყუან-მართლის გარჩევა შეეძლოთ. ორივე მხარე მართალია, როცა ამბობს, რომ მეორე მხარემ ააყირავა მაგიდა, ორივე იყო ამ თვალსაზრისით აქტიური, შესაბამისად, როგორ გავამტყუნო ერთი, როცა მეორეს ედავება მაგიდის აყირავებას, მაგრამ ამაში თვითონაც არის დამნაშავე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს