ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშლიჯვრის ფერდობზე გამაგრებითი კედლის მშენებლობა საუკეთესო გამოსავალი არ არის - გააქტიურებული მეწყრის წნევამ შეიძლება დამცავი კედლის გამძლეობას გადააჭარბოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემად ქცეულ მეწყრულ პრობლემებზე, ვაშლიჯვრის ზონაში შექმნილი ვითარებიდან მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გამოსავლის გზებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვლაჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვაშლიჯვრის ზედა ნაწილში მეწყრესაშიშ ვითარებაზე გავრცელებულმა ინფორმაციებმა, ფოტო-ვიდეო მასალებმა საზოგადოებაში პანიკური განწყობები გააჩინა.

მერიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მეწყრის საშიშროების მასშტაბების შესახებ საუბრები საფუძველსმოკლებულია, მაგრამ სპეციალისტების მტკიცებით, რადგან ვაშლიჯვრის ზონაში მეწრული პროცესები დაიწყო, ის ზონა მეწყრულსაშიშ ადგილად რჩება.

თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშლიჯვრის ზედა ნაწილში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს?

- მე გულწრფელად მაკვირვებს მერიის ჩემთვის უსახელო წარმომადგენელთა განცხადებები - ისინი საინჟინრო გეოლოგიის სპეციალისტები ნამდვილად არ არიან. იმისთვის, რომ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად გავერკვეთ, მომიწევს ამ „ისტორიის“ მოყოლა.

საერთოდ, ნუცუბიძის პლატო მთლიანად ძველ მეწყერზეა აშენებული, რომლის კიდე დაახლოებით ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის საზღვარზეა.

ნუცუბიძის პლატო მთლიანად ძველ მეწყერზეა აშენებული, რომლის კიდე დაახლოებით ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის საზღვარზეა

ამის შესახებ ჩვენ, რასაკვირველია, თავიდანვე ვიცოდით, ამიტომ ნუცუბიძის პლატოზე მშენებლობა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა წარმართულიყო. თავიდანვე ასეც იყო, მაგრამ შემდგომში, მოგეხსენებათ, თბილისი საერთოდ უპარტონოდ დარჩა.

ჯერ კიდევ 2001 წელს მე თბილისის იმდროინდელ მერს, ბატონ ვანო ზოდელავას, საფრანგეთის გეოლოგიური და სამთო კვლევების ბიუროს (გეოლოგიური სამსახური) აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის დირექტორი, შემდგომში ჩემი კარგი მეგობარი, ბატონი ჟორჟ მორიზო გავაცანი. მან თბილისის მერს შესაბამისი კვლევების ჩატარება შესთავაზა, მაგრამ...

ამის შემდეგ მე თბილისის სამ მერს სამჯერ - 2011 წლის 10 თებერვალს, 2016 წლის 29 ნოემბერს და 2018 წლის 14 თებერვალს წერილებით მივმართე. აქცენტი კეთდებოდა ზუსტად ნუცუბიძის პლატოსა და ძველ ქალაქზე, სადაც განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ მწვავე გეოლოგიურ-საინჟინრო პრობლემებია.

მე თბილისის სამ მერს სამჯერ - 2011 წლის 10 თებერვალს, 2016 წლის 29 ნოემბერს და 2018 წლის 14 თებერვალს წერილებით მივმართე. აქცენტი კეთდებოდა ზუსტად ნუცუბიძის პლატოსა და ძველ ქალაქზე, სადაც განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ მწვავე გეოლოგიურ-საინჟინრო პრობლემებია. არც ერთი მერისაგან პასუხს ვერ ვეღირსე

შემოთავაზებულ იყო საერთაშორისო ჯგუფის მიერ ძალიან ზუსტი, სწრაფი, იაფი და ულტრათანამედროვე კომპლექსური კვლევების ჩატარება, სადაც ფსონი, ასე ვთქვათ, სამგანზომილებიან სეისმურ ტომოგრაფიაზე დაიდებოდა. არც ერთი მერისაგან პასუხს ვერ ვეღირსე.

გარდა ამისა, მე მივმართე შესაბამისი წერილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ბატონებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გახარიას, რომელთაც დაუყონებლივ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის აღდგენასა და გეოდინამიკური მონიტორინგის ცენტრის დაფუძნებას ვთავაზობდი. არც ამ წერილებზე პასუხი არავის გაუცია.

თუ ვაშლიჯვარში დროზე იქნება მიღებული სათანადო ზომები, მაშინ თბილისის მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქრება

საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს მონირტორინგი სულ რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება, დარიალისა და ვერეს ხეობების ჩათვლით, ასეთი მეწყერსაშიში ადგილი საქართველოში კი 3500-ზე მეტია, მათ შორის - სამოცდაათამდე თბილისში. ამიტომ მონიტორინგის სულ სხვა მეთოდებია დასანერგი.

ჩვენ რატომღაც ეს პრობლემები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა უბედურება გვატყდება თავს, არადა, ამ ნეგატიური პროცესების პრევენცია თავიდანვეა შესაძლებელი.

ეხლა თქვენ კითხვას დავუბრუნდები - თუ ვაშლიჯვარში დროზე იქნება მიღებული სათანადო ზომები, მაშინ თბილისის მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქრება. მაგრამ დებატებისა და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის - თუ პრობლემას დროზე არ მივხედეთ, შეუქცევადი პროცესები შეიძლება განვითარდეს.

ამაში შეიძლება დავრწმუნდეთ, თუ პირველ, მეორე და დღეს გადაღებულ სურათებს შევადარებთ, აბა, ადგილზე მე არავინ მიმიშვებს.

- სავარაუდოდ როგორ შეიძლება განვითარდეს იმ ზონაში პროცესები და რამდენად საფუძვლიანია საზოგადოებაში გაჩენილი შიშები?

- ის, რაც დრონის გადაღებულ სურათებსა და ვიდეომასალებში ვნახე, მარწმუნებს, რომ იმ ადგილზე დაწყებული მშენებლობა არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებით და შესაბამისი წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებული არ იყო. მეწყრის გააქტიურება სწორედ ამან განაპირობა.

მე მივმართე წერილებით საქართველოს პრემიერ-მინისტრებს, ბატონებს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გახარიას, რომელთაც დაუყონებლივ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის აღდგენასა და გეოდინამიკური მონიტორინგის ცენტრის დაფუძნებას ვთავაზობდი. არც ამ წერილებზე პასუხი არავის გაუცია

საქმე შემდეგშია. არსებობს ძველი მეწყრები, რომლებიც, მართალია, აგებულია შეუცემენტებელი ნაყარი მასალით, მაგრამ გადაფარებულია ნიადაგის შრით და მთლიანად წონასწორობაშია გარმოსთან. ასეთი მეწყერი არ აქტიურდება ათეული ათასი წლის განმავლობაში და მის ფუძესა და კალთაზე სავსებით შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. ოღონდ მეწყრის კიდე არ უნდა მოიჭრას, ხოლო თუკი მოიჭრა, მაშინვე ჩასტარებელია შესაბამისი ღონისძიებები.

გამაგრებითი კედლის მშენებლობა საუკეთესო გამოსავალი არ არის, - გააქტიურებული მეწყრის მასის წნევამ შეიძლება გადააჭარბოს დამცავი კედლის გამძლეობას, ვინაიდან ახალი მეწყერი როგორც ძველი მეწყრის სხეულს, ასევე ძირითად ქანებსაც ჩაითრევს.

ის, რაც დრონის გადაღებულ სურათებსა და ვიდეომასალებში ვნახე, მარწმუნებს, რომ იმ ადგილზე დაწყებული მშენებლობა არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებით და შესაბამისი წინმსწრები გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებული არ იყო. მეწყრის გააქტიურება სწორედ ამან განაპირობა

გაცილებით უპრიანია თვითონ გაჩენილ ნეორღვევაში (და არა ნაპრალში!) ქანების ისეთი დამუშავება, რომ გაიზარდოს მათი ძირითადი ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები, უპირველესად კი სიმაგრე და სიმტკიცე. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა.

ზოგადად, ყოველ გამოწვევას ადექვატური რეაგირება ესაჭიროება.

- დედაქალაქის მერიამ ვაშლიჯვრის ზედა ზონაში ვითარების შესასწავლად გერმანელი სპეციალისტები მოიწვია.

გერმანელი სპეციალისტების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ სსრკ-ს დროს საქართველო იმითაც იყო ცნობილი, რომ უმაღლესი დონის მათემატიკურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ სკოლებთან ერთად საკმაოდ ძლიერი გეოლოგები და გეოლოგიური სკოლა გვქონდა.

ახლა რა მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით და რა მოლოდინები გაქვთ იმ გერმანელი სპეციალისტებისაგან, რომლებსაც ახლა მეწყრულ ზონაში აქვთ დაწყებული მუშაობა?

- როგორც ყოველთვის, დედაქალაქის მერიამ საუკეთესო გამოსავალი ვერ მონახა. საინჟინრო-გეოლოგიური სამსახურები და შესაბამისი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ქანების გამაგრებითი ტექნოლოგიები, ყველაზე უფრო განვითარებულია საფრანგეთსა და ისრაელში. მათ შორის ისრაელში შემუშავებულია ძალიან სწრაფი, იაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც ქანების დამუშავებას შესაბამისი პოლიმერებით გულისხმობს.

ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული საქართველოს გეოლოგიური სამსახურის მოსპობა იყო. ქართული გეოლოგიური სკოლა ცნობილი იყო მსოფლიოში, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე „აისბერგი“ დარჩა, რომელიც მიმოფანტულია სხვადასხვა დაწესებულებებში.

მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული საქართველოს გეოლოგიური სამსახურის მოსპობა იყო. ქართული გეოლოგიური სკოლა ცნობილი იყო მსოფლიოში, დღეს კი მხოლოდ რამდენიმე „აისბერგი“ დარჩა, რომელიც მიმოფანტულია სხვადასხვა დაწესებულებებში

ახალგაზრდების აზრის საპირისპიროდ, ისინი მთლიანად გათვითცნობიერებულნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებში. მე რამდენიმე ასეთი ინჟინერ-გეოლოგი, ან ნებისმიერი სხვა გეოლოგიური დარგის სპეციალისტი შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ხელმძღვანელობენ საერთაშორისო პროგრამებს, კონსულტაციებს უწევენ უცხოურ ქვეყნებს. მაგრამ, შინაურ მღვდელს ხომ შენდობა არა აქვს.

ეხლა გერმანელ სპეციალისტებზე. რა უნდა გითხრათ, როცა მათი ვინაობა არ ვიცი. გერმანიაში კარგი და ცუდი სპეციალისტები არიან, გერმანიაში პატიოსანი და, რბილად ვთქვათ, არც თუ გამორჩეული ზნეობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ.

ასე, რომ მოვლენები ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს - ან დაიდება ობიექტური დასკვნა, ან კიდევ სიტუაცია ისე გამუქდება, რომ გერმანელმა კომპანიებმა ძვირადღირებული კონტრაქტები მიიღონ.

- თქვენი დაკვირვებით, იმ ვითარებაში, რა ვითარებაცაა შექმნილი ვაშლიჯვრის ზედა ზონაში რისი გაკეთება შეიძლება, რომ მეწყრული პროცესები მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ განვითარდეს?

- მაპატიეთ, მოდით პროფესიულად ვიმსჯელოთ. მეწყრული პროცესი ან ვითარდება, ან არა. უმტკივნეულო მეწყერული პროცესის განვითარება მე არ მინახია.

ნუცუბიძის პლატოზე ძველი მეწყერი აქტიური იყო ათეული ათასი წლის წინ. ეხლა დარჩა მეწყრული სხეული და ზედაპირი, სადაც ანტროპოგენული ზემოქმედებით ხდება ახალი მეწყერის ჩამოყალიბება. გასაკეთებელია შემდეგი - გააქტიურება უნდა შეჩერდეს ერთხელ და სამუდამოდ.

მეწყრული პროცესი ან ვითარდება, ან არა. უმტკივნეულო მეწყერული პროცესის განვითარება მე არ მინახავს... სადაც ანტროპოგენული ზემოქმედებით ხდება ახალი მეწყერის ჩამოყალიბება. გასაკეთებელია შემდეგი - გააქტიურება უნდა შეჩერდეს ერთხელ და სამუდამოდ

- საქართველოში მეწყრული ზონები საკმაოდ ბევრია, მეწყრული პროცესები ადრე თუ გვიან ხშირ შემთხვევაშო გარდაუვალიც კია, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ახლა ვაშლიჯვრის ზედა ნაწილში ხდება, იმავე ზონაში სამშენებლო სამუშაოების უკავშირდება.

კერძოდ, საუბრობენ იმაზე, რომ იმ ზონაში გზის გაყვანა ისე აქვს მერიას დაწყებული რომ მშენებლობის დაწყებამდე სათანადოდ არ იქნა შესწავლი იმ ზონის გეოლოგიური მდგომარეობა.

მეტიც, საქმეში ჩახედული ხალხი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ახლა მშენებლობების დაწყებამდე გეოლოგიური თვალსაზრისით არ ხდება მშენებლობისათვის განსაზღრული ადგილების სათანადოდ შესწავლა და გამოკვლევა.

ახლა არც იმაზე საუბარს ერიდებიან, რომ მერიამ იმ ზონაში მეწყრული პროცესების დაწყევის შესახებ იცოდა. იგეგმებოდა არჩევნებამდე გზის დასრულება, მაგრამ სამუშაოები შეაჩერეს.

იმისათვის, რომ მეწყრულ ზონებში, ასევე იმ ზონებში, სადაც მშენებლობების დაწყება სხვადასხვა მიზეზთა გამო ყოვლად დაუშვებელია, სახელმწიფოში კონტროლის რა ეფექტური და ქმედითი მექანიზმები უნდა არსებობდეს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისინი რეალურად ფუნქციონირებდნენ?

- მოდით, გავერკვეთ სიტუაციაში. უკვე გითხარით, რომ საქართველოში დაახლოებით 3500 მეწყერსაშიში, ვიმეორებ, არა მეწყრული, არამედ მეწყერსაშიში, ზონაა. ასეთი ზონები ან ძველი მეწყრების კიდეებს, ან კიდევ ციცაბო რელიეფის უბნებს უკავშირდება.

არსებობს ძველი, უკვე არააქტიური და ახალი, აქტიური მეწყრები. ძველი, ასე ვთქვათ ჩამქრალი მეწყრები ძირითადად აგებულია შეუცემენტებელი სხვადასხვა ზომის ქვიშნარით. აქ მშენებლობა დასაშვებია შესაბამისი გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ.

მე ვიცი მხოლოდ ერთი ქართული სამშენებლო კომპანია, არ ვასახელებ, რათა რეკლამაში არ ჩამითვალონ, რომელმაც ისრაელიდან სპეციალისტი ჩამოიყვანა, რათა მას ამ კომპანიის მიერ აშენებული სახლების საძირკვლები შეესწავლა და სათანადო რეკომენდაციები შეემუშავა.

სხვა კომპანიები მუშაობენ სტანდატრულად - თხრიან კალაპოტს და ასხამენ ბეტონს. მე ასეთი კომპანიების მიერ წინმსწრები საინჟინრო გეოლოგიური კვლევების ჩატარება არ მახსენდება.

თავის დროზე, ერთ-ერთ რაიონში მოსახლეობა სახლის მშენებლობას აპროტესტებდა ზუსტად მაღალი ეკოლოგიური რისკის გამო. მე ეს მშენებლობა დავათვალიერე. სახლი მაინც აშენდა და მე ერთადერთი რამ დამრჩა - ყველა ნაცნობს ვურჩიე, რომ ამ სახლში ბინა არ ეყიდა.

ჩვენ ეხლა წავაწყდით მხოლოდ ერთ პრობლემას - მეწყერსაშიშროებას. მაგრამ თბილისში მრავალი სხვა პრობლემა არსებობს, რომლებზეც მეჩვენება, რომ მერია საერთოდ არ ფიქრობს. ესაა სეისმომედეგობა და პროექტების შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩვენ ახლა წავაწყდით მხოლოდ ერთ პრობლემას - მეწყერსაშიშროებას, მაგრამ თბილისში მრავალი სხვა პრობლემა არსებობს, რომელზეც მეჩვენება, რომ მერია საერთოდ არ ფიქრობს. ესაა სეისმომედეგობა და პროექტების შესაბამისი ექსპერტიზა

ეს არის ძველ თბილისში, რუსთაველის გამზირის ჩათვლით, არაადექვატური მშენებლობის შედეგად გრუნტის წყლების ნაკადების შეცვლა და, შესაბამისად, თანამედროვე კარსტული პროცესების განვითარება - რუსთაველის გამზირი დგას სიცარიელეზე.

ესაა მამა დავითის მთიდან და საერთოდ თბილისის სამხრეთი ქედებიდან მეტეორული წყლის ნაკადები, რომლებიც ძლიერი წვიმების დროს საშიშ ნიაღვრებად იქცევა და წყალარიდების სისტემა მათ ვერ უმკლავდება.

ჩვენ კი სკვერების მშენებლობით მოგვაქვს თავი. ამ თვალსაზრისით, ერთ დღეს საინტერესო იქნებოდა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის განხილვა გეოდინამიკური უშიშროების თვალსაზრისით.

საინტერესო იქნებოდა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის განხილვა გეოდინამიკური უშიშროების თვალსაზრისით

პრობლემა კომპლექსურია და მას კომპლექსური, სისტემური გადაჭრა ესაჭიროება სახელმწიფო დონეზე. გერმანელი სპეციალისტების ჩამოყვანა აქ ვერ გვიშველის - თბილისს ქართველებმა, უფრო სწორედ კი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მოვუაროთ.

მგონია, რომ ძალაუფლება სულიერებას აზიანებს. ძალიან მალე მმართველს ეჩვენება, რომ მისი აზრი ერთადერთი სწორია და უალტერნატივოა. ხოლო თუ პრობლემა ჩნდება, მაშინ სასწრაფოდ უცხოელი უნდა დავპარიჟოთ, სულერთია, გამოცდილი თუ ჯერ უწვერულვაშოა ასეთი სპეციალისტი. მთავარია, ჯიბეში უცხოლური პასპორტი ედოს, აბა, ქართველი მმართველზე ჭკვიანი ხომ არ იქნება...

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს