გია გაჩეჩილაძე - 9 აპრილს ევროპის მოედანზე ვიკრიბებით - გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ

9 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით. გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ, - ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოუკიდებელი სახალხო მოძრაობა იქნება, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ექნება.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება" ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედია საშუალებებით და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას", რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა. საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა