თენგიზ ფხალაძე - ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს

ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ გუშინ საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საკითხზე სენატში ძირითადად ისმოდა ფრაზები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება.

„უმძიმესი შთაბეჭდილება დამრჩა. ბევრჯერ ყოფილა საქართველოს განხილვა სენატში და არაერთხელ ყოფილა აქტუალური თემები, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები საქართველოს მიმართ. ეს იყო სახელმწიფოს მიმართ და არა რომელიმე ცალკეული პიროვნების ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. საგანგაშოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ შემართებით უნდა ვიყოთ და ვცდილობდეთ, რომ დეოკუპაციაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს მხარდაჭერაზე ვლაპარაკობდეთ. ჩვენ გვესმოდა, რომ ქვეყანა უკან მიდის და ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება.

კიდევ უფრო მძიმე იყო ის კომენტარები და შეფასებები, რომელიც წამოვიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. ყველა აზიარებდა და ციტირებდა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის სასურველ ფრაზას. ყველაზე მთავარი შთაბეჭდილება, რაც დამრჩა და ალბათ ეს არის ყველაზე მძიმე, ჯერჯერობით ვერ დავინახე, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი აცნობიერებს იმ საგანგაშო სურათს თუ როგორ ჩანს საქართველო“ , - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე შეფასებით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც უნდა იგრძნოს.

„გუშინ მინიშნებაზე შორს წავიდნენ და აბსოლუტურად ღია ტექსტით თქვეს მხარეების პასუხიმგებლობა და ზუსტად აღნიშნეს ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ როდესაც ხარ პოლიტიკაში ამოსავალი უნდა იყოს ეროვნული ინტერესები და ყველამ თავისი წილი პასუხიმგებლობა უნდა იკისროს. თუმცა მე ვერ ვნახე შეფასებებში, რომ ეს იქნა აღქმული, მათ შორის, ვერც ხელისუფლებიდან. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ძალაუფლება გიკავია, შენი პასუხიმგებლობა ყოველთვის მეტია. ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი მხოლოდ იმ შეფასებების ტირაჟირებას, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი და ანალოგიურს ვხედავდი ამას ხელისუფლებიდანაც“ , - განაცხადა ფხალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა