იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში ცვლილებები ხორციელდება

"ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა და 29 მარტს, ინიცირებისათვის ბიუროს სხდომაზე გავა.

ოხანაშვილის განმარტებით, მომზადებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა. პროექტის გათვალისწინებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

− გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

− საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. “სარეიტინგო სიის’’ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

− ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

  • წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

“ქართული ოცნების“ გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას. ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა. ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესში ცვლილებები ხორციელდება

"ქართული ოცნება“ “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტი 24 მარტს ოფიციალურად დარეგისტრირდა და 29 მარტს, ინიცირებისათვის ბიუროს სხდომაზე გავა.

ოხანაშვილის განმარტებით, მომზადებული ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა. პროექტის გათვალისწინებით, დამატებით, შემდეგნაირად დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები:

− გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ.

− საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისათვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. “სარეიტინგო სიის’’ ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები.

− ასევე გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

  • წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა.

“ქართული ოცნების“ გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას. ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, “ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა. ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო