კარლ ჰარცელი - დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი - ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია

მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი გამოიძებნოს.

„როგორც თქვენ იცით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიშელმა განაცხადა, რომ მედიაციის პროცესის პირველი რაუნდის შემდეგ, რომელსაც უძღვებოდა მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ის ისურვებდა, რომ მისი წარმომადგენელი კვლავ დაბრუნებულიყო. ეს მოხდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ მისი ჩამოსვლის მოსამზადებელ ეტაპზე. მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მიიღწა შეთანხმება, რომელიც, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა. ეს არის სიმართლის მომენტი, დანიელსონი კვლავ ჩამოვა საქართველოში და ჩვენ განვაცხადებთ მისი საქართველოში გამომგზავრების დეტალებს, როგორც კი ეს დაზუსტებული იქნება, მაგრამ ცხადია, რომ ის აქ ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მოიძებნოს საერთო ნიადაგი მხარეებს შორის.

მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია,“- განაცხადა ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი - დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა