მოძრაობა “სოლიდარობა" „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

მოძრაობა "სოლიდარობის" ხელმძღვანელის ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაწერილი ყველა ჯარიმა უნდა გაუქმდეს, რადგან კანონი არც "კომენდანტის საათის" დადგენილებას და არც მის დარღვევას ითვალისწინებს.

როგორც შუკაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობას თავისი დადგენილებით “კომენდანტის საათი” რომ გამოეცხადებინა, ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა.

"საკანონმდებლო დონეზე ე.წ. კომენდანტის საათის დადგენას, ასევე საჯარიმო სანქციებს კანონით გათვალისწინებული თავისი წესი აქვს. იერარქიულად ეს უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიერ, რის შემდეგაც აღმასრულებელ ორგანოს ამ შემთხვევაში პოლიციას უფლება ექნება, რომ ჯარიმები გამოწეროს. როგორც მოგეხსენებათ, როდესაც პოლიცია „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის წერს ჯარიმას, უთითებს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 -ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტს, რაც გულისხმობს მხოლოდ თვითიზოლაციის წესების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ჯარიმა, რაც დაწერილია ე.წ. კომენდანტის საათის გამო, უკანონოა, რადგან კანონი არც "კომენდანტს", არც "კომენდანტის საათის" დადგენილებას და არც მის დარღვევას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ერთი განცხადებით მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პოლიციელის მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და ჯარიმა დაწერა.

საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა უფელებამოსილება თავისი დადგენილებით "კომენდანტის საათი" გამოეცხადებინა - ესაა უკანონობა. მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას უკანონო ქმედება შეწყვიტოს", - განაცხადა შუკაკიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო