„სითი მოლში“ უნიკალური კონცეფციის მქონე მულტიფუნქციური ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“ იხსნება

1 აპრილს, 12.00 საათზე, ვაჟა–ფშაველას N70-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“, უნიკალური კონცეფციის მქონე, გრანდიოზული, მულტიფუნქციური ბავშვთა გასართობი ცენტრი „მეჯიქ სითი“ ოფიციალურად იხსნება!

3 500 კვადრატულ მეტრ სივრცეზე გაშლილი გასართობი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტილის უახლესი ატრაქციონებით, სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის გასართობ–შემეცნებითი სივრცეებითა და სათამაშო აპარატებით. „მეჯიქ სითიში“ განთავსებულია დაბადების დღის ცენტრი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს ბავშვებსა და მათ მეგობრებზე.

„მეჯიქ სითი“, ატრაქციონების მრავალფეროვნებით გამორჩეული გასართობი პარკია 1–დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც ისინი დროს სასიამოვნოდ გაატარებენ მეგობრებთან, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

გვეწვიეთ! გაიცანით გასართობი ცენტრის ბინადარი – კოსმოსური პერსონაჟი, რომელმაც საცხოვრებელ პლანეტად ფერადი და ჯადოსნური „მეჯიქ სითი“ აირჩია. იმოგზაურეთ მასთან ერთად თქვენთვის შექმნილ ვირტუალური რეალობის, ექსტრემალური ლაბირინთების, ვიდეოთამაშების, დაუვიწყარი შეგრძნებების ჯადოსნურ სამყაროში! გასართობი ცეცნტრი იხსნება 2021 წლის 1 აპრილს, 12 საათზე! დაესწარით ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, იხილეთ დრამერების ორკესტრის გრანდიოზული, მუსიკალური, შოუ მიიღეთ არაერთი საჩუქარი, გაერთეთ გამორჩეული ატრაქციონებით და გაატარეთ შესანიშნავი დრო.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია