გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილი ისე იცვლის განცხადებებში მისწრაფებებს, მეგობრობიდან მტრობამდე, მტრობიდან სიყვარულამდე, სიყვარულიდან სიძულვილამდე, რომ ეს უკვე ახალი აღარ არის

მართლა ყელში ამოუვიდა ყველას, დავღალეთ საზოგადოება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

„დღეს ჩვენ, ყველამ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. მართლა ყელში ამოუვიდა სულ ყველას, დავღალეთ საზოგადოება. ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გინდა არ გინდა, აქვს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. იმედი მაქვს, რომ ამას გაიაზრებს. არ გაიაზრებს და ძალიან მკაცრი იქნება მედიატორების მხრიდან დამოკიდებულება“,-განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ განცხადებებს ხშირად ცვლის.

„ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ უთქვამს ერთ დღეს ერთი, მეორე დღეს მეორე, მესამე დღეს - მესამე. ღარიბაშვილი ისე იცვლის საკუთარ განცხადებებში მისწრაფებებს, მეგობრობიდან მტრობამდე, მტრობიდან სიყვარულამდე, სიყვარულიდან სიძულვილამდე, რომ, ჩემი აზრით, თქვენთვის ეს უკვე ახალი აღარ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?