გენერალურმა პროკურორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სამოქმედო გეგმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" 2020 წლის 14 ივნისის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის, პროკურატურას კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს.

გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021 წელს საქართველოს პროკურატურის მიზნებს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, არასათანადო მოპყრობისგან და დისკრიმინიციისგან დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება. ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროკურატურა ოთხ ამოცანას შეასრულებს. კერძოდ კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის თემაზე პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფას სისხლის სამართლის საქმისწარმოების პროცესში; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიან სისხლისსამართლებრივ დევნას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად მყარი გარანტიების შექმნა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს რატიფიცირებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო