გიორგი ვაშაძე - რურუას თემა რომ გადაწყვეტილიყო, მედიაციის მხარე ვადამდელ არჩევნებზე გამოსავალს მოძებნიდა - ფრანგულის კურსებზე ხომ არ დადიოდა დანიელსონი პრეზიდენტთან?

„სტრატეგია აღმაშენებლის“, ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი რომ გადაწყვეტილიყო, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მედიაციის მხარე გამოსავალს მოძებნიდა.

ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

„რურუას თემა რომ გადაწყვეტილიყო, ჩემი აზრით, მედიაციის მხარე ვადამდელ არჩევნებზე რაღაც გამოსავალს მოძებნიდა, რა გამოსავალი იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც ევროკავშირის მხარეს მედიაციის მანდატი მივეცით, მას ვუთხარით ორი რამ: ერთი ის, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოო დოკუმენტში უნდა იყოს ასახული; მეორე ის, რომ შეიძლება ჩვენი ან „ქართული ოცნების“ პოზიციას არ დაეთანხმონ, მაგრამ შემოგვთავაზონ საკუთარი წინადადება. ვხედავთ, რომ ჯერჯერობთ ასეთი წინადადება არ დევს მაგიდაზე“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესში ყველაზე დესტრუქციული როლი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა.

„ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა. ფრანგულის კურსებზე ხომ არ დადიოდა დანიელსონი სალომე ზურაბიშვილთან? ფრანგულის კურსებზე ნამდვილად არ დადიოდა. ეს ქალბატონი ერთი მხრივ, შეთანხმებისკენ მოგვიწოდებს, მეორე მხრივ, ერთი რაღაც შეუძლია გააკეთოს ამ შეთანხმებისთვის და არ აკეთებს - ეს არასწორია. მას მართლა აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ პატარა ლეგიტიმურობა შეიძინოს ამ ქვეყანაში. დარჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი, ვადამდელი არჩევნები. მაგრამ ახლა ბევრი საკითხია დარჩენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა