გიორგი კანდელაკი - პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს მინიჭებული ჰქონდათ საშვები საქართველოს შსს-ის მიერ - ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს შსს-სგან საშვები მინიჭებული ჰქონდათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს და აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

„მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!“,- განაცხადა კანდელაკმა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმთან დაახლოებული პიროვნებები არიან.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ორი პიროვნების შესახებ, ვინც იყო ამ დელეგაციაში და გუშინდელ ქეიფს ესწრებოდა. ეს არის პირველ რიგში მიხეილ კუსნეროვიჩი, რომელიც ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მედვედევის უახლოესი მეგობარია, მასთან უშუალოდ დაკავშირებული, მათ შორის აქტიურობდა მედვედევთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის დროს. დელეგაციაში ასევე იყო დავით დავიდოვიჩი, რომელიც რომან აბრამოვიჩის მარჯენა ხელია და ასევე, მასთან აფილირებული პიროვნება. ვლადიმერ პოზნერი არის ვეტერანი ვარსკვლავი ჯერ კიდევ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მანქანის. პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ“,- განაცხადა კანდელაკმა.

მან საქართველოში ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი რუსი პოლიტიკოსის სერგეი გავრილოვის სტუმრობას შეადარა.

„პოლიტიკურად არაფრით განსხავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“,- განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

იხილეთ ვიდეო:გიორგი კანდელაკი - პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს მინიჭებული ჰქონდათ საშვები საქართველოს შსს-ის მიერ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო