„ლელოს“ ლიდერები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი ეხებოდა მედიატორების ჩართულობას მოლაპარაკების პროცესზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს „ლელოს“ პოზიციაზე, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ დიპლომატს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზაობა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტიდან 3 პუნქტს, რომელიც საერთო ოპოზიციური ფლანგისთვის მისაღები იყო.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებზე და ამ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ბადრი ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიოლა ფონ კრამონი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დასრულებით.

„რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბატონი დანიელსონის მედიაციით, ჩვენ სამ პუნქტს დავეთანხმეთ და ეს ცნობილი არის ჩვენი ევროპელი მეგობრებისათვის. ვიოლა ფონ კრამონი ყოველთვის ინტერესდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმაზე რაც ხდება. ის ძალიან დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი“ , - განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ფონ კრამონთან შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს მოლაპარაკება და კრიზისის გადაჭრა, რადგან უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებას.

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს უშინაარსო მოლაპარაკებები უნდა დამთავრდეს, ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება არ უნდა, სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება უშინაარსო ეწოდოს პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით ბატონი დანიელსონის მიერ წარმართულ მოლაპარაკებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა