დიმიტრი პესკოვი - დონბასში ვითარება საკმაოდ საშიშია

დონბასში, კონტაქტის ხაზის გასწვრივ, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მრავალი პროვოკაცია შეინიშნება, ვითარება საკმაოდ საშიშია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

”ჩვენი რიტორიკა [დონბასთან დაკავშირებით] აბსოლუტურად კონსტრუქციულია. ჩვენდა სამწუხაროდ, რეალობა ძალზე საშიშია კონტაქტის ხაზზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაციები ხდება და ეს პროვოკაციები არა ერთჯერადი, არამედ მრავალჯერადია,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა და მას "ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური" ესკალაცია უწოდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და მის უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის გამწვავების შემთხვევაში შეერთებული შტატები უკრაინას მარტო არ დატოვებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს